„ჩვენ თავად ვქმნით ისეთ გარემოს, როგორიც გვსურს“-უცხოეთში წარმატებული ქართველი

© photo: courtesy of Jaba Gegeshidzeჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
ჯაბა გეგეშიძე ყველა ენაზე განხორციელებულ სპექტაკლშია დაკავებული.
„ყველა მუსიკალურ ნაწარმოებს ყოველთვის გულით ვაჟღერებ და თითოეულ ბგერაში ქართულ გულსა და სულს ვდებ“- ასე გვითრა პრაღის საოპერო თეატრის ქართველმამომღერალმა ჯაბა გეგეშიძემ. მთელი ცხოვრება სცენაზე ოცნებობდა, მაგრამ სკოლის მერე იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა წარჩინებით. თუმცა ბავშვობის ოცნებას მაინც ვერ შეელია და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საშემსრულებლო ფაკულტეტი აკადემიური სიმღერის სპეციალობაზე ჩააბარა. ამის მერე პრაღის ნაციონალური თეატრის წარმატებული საოპერო მომღერალი გახდა .დაკავებულია ჩეხურ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ სპექტაკლებში და ყველა მათგანი წარმატებულია. მისი უსაყვარლესი არიაა პუჩინის კავარადოსის მეორე არია ოპერიდან „ტოსკა". რადგან როგორც თავად ახსნა „ესაა ჩემი სევდა და სიყვარული“.
© photo: courtesy of Jaba Gegeshidzeჯაბა გეგეშიძე კოლეგებთან ერთად
ჯაბა გეგეშიძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
ჯაბა გეგეშიძე კოლეგებთან ერთად
- ბატონო ჯაბა, ვისი რჩევით ჩააბარეთ იურიდიულ ფაკულტეტზე?
- ბავშვობიდან განათლებულ პიროვნებასთან, ჩემს მამიდასთან ვიზრდებოდი. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო, რომ საშუალო განათლების დამთავრებისთანავე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და მეც წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. სიმღერა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მამიდა მუსიკისადმი ჩემ დამოკიდებულებას სერიოზულად ვერ აღიქვამდა.ერთ დღეს განვაცხადე, რომ მსურდა კონსერვატორიაში ჩაბარება, რაზეც მამიდამ მიპასუხა, რომ ეს იყო შეუძლებელი, რადგან იურისტობისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიააო.
© photo: courtesy of Jaba Gegeshidzeჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
ჯაბა გეგეშიძე
- როდის დარწმუნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?
- მისთვის დაუჯერებელი იყო, როცა შევატყობინე, რომ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო-აკადემიური სიმღერის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, თანაც უფასოზე. აი, მაშინ ყველა დარწმუნდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო და მე დიდი ხნის ოცნება ავისრულე.
© photo: courtesy of Jaba Gegeshidzeჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
ჯაბა გეგეშიძე
- თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში წვლილი ვის მიუძღვის?
- ესენი იყვნენ ბატონი გოჩა ბეჟუაშვილი და ქალბატონი მანანა დოიჯაშვილია. მოსამზადებელ პერიოდში ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა ქალბატონები ვალენტინა ნაკაიძე, ჟუჟუნა ახობაძე, მაია ტაბლიაშვილი, ეკა ონიანი, მარიკა ნადარეიშვილი, ნანა კალანდაძე, ნანა შარიქაძე, ამავე პერიოდში მოვხვდი არაჩვეულებრივ პედაგოგებთან მარინა ჭანიშვილთან, თემურ ელიავასთან და მარინა შენგელიასთან, მათაცუღრმესი მადლობა გაწეული ღვაწლისთვის.
© photo: courtesy of Jaba Gegeshidzeჯაბა ხერხეულიძე სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე
ჯაბა ხერხეულიძე სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
ჯაბა ხერხეულიძე სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე
- კონსერვატორიის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი პროფესიული გზა?
- ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. სწორედ ამ დროს გაცვლითი პროგრამებისა და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა შარიქაძემ შემომთავაზა, რომ დეპარტამენტის საიტზე დავრეგისტრირებულიყავი და იქ ჩემი მონაცემები და ჩანაწერები გამეგზავნა. სიმართლე გითხრათ, გამარჯვების იმედი არ მქონდა, მაგრამ მალე მაცნობეს, რომ ფერენც ლისტის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში გაცვლითი პროგრამით მოვხვდი და მეც უნგრეთში, ბუდაპეშტში გავემგზავრე.
© photo: courtesy of Jaba Gegeshidzeჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
ჯაბა გეგეშიძე
- როგორ დაგამახსოვრდათ ის დრო?
- ეს იყო ცხოვრებაში დაუვიწყარი პერიოდი, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა. ამავე აკადემიაში დავესწარი მსოფლიო ხუთეულში შესული და აღიარებული სოპრანოს ევა მარტონის ღია მასტერ-კლასს, რამაც ჩემ პროფესიულ განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. მახსოვს, მას ისე ყურადღებით ვუსმენდი, რომ პირველივე მასტერ-კლასზე შემამჩნია, თავისთან მიხმო და გამესაუბრა. როდესაც მომისმინა, უფასოდ და სრულიად უანგაროდ ჩამიტარა რამდენიმე გაკვეთილი და მითხრა, ძალიან მუსიკალური ხარ და ლამაზი ხმა გაქვსო.
© photo: courtesy of Jaba Gegeshidzeჯაბა გეგეშიძე პრაღის საოპერო სცენაზე
ჯაბა გეგეშიძე პრაღის საოპერო სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
ჯაბა გეგეშიძე პრაღის საოპერო სცენაზე
- პრაღის ნაციონალურ თეატრში კონკურსის შედეგად აღმოჩნდით?
- უნგრეთში სწავლის პერიოდში გავიცანი რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მოვასმენინე ჩემი ნამღერი, მათ მაცნობეს, რომ შემდგომი სეზონისთვის კონკურსი ჩეხეთში, ქალაქ პრაღის ნაციონალურ თეატრში ცხადდებოდა და თუ მექნებოდა სურვილი, საბუთების მომზადებაში დამეხმარებოდნენ. სწორედ იმ პერიოდში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხი წყდებოდა. ამის მერე მათთან მუდმივი კავშირი მქონდა. გარკვეული დროის მერე ისინი დამიკავშირდნენ და მე კონკურსში მონაწილეობა მივიღე. მათ მოეწონათ ჩემი მონაცემები და გადავწყვიტე ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა.
© photo: courtesy of Jaba Gegeshidzeჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
ჯაბა გეგეშიძე
- რა გენატრებათ სამშობლოში და უცხოეთში კარგად თუ გრძნობთ თავს?
- ახლა სიამოვნებით ვესტუმრებოდი ქალაქ სენაკს, სადაც დავიბადე. მენატრება ჩემი მეგობრები, რომელთაც ვუყვარვარ და ინტერნეტის საშუალებით მათთან ხშირად მაქვს ურთიერთობა. რაც შეეხება უცხოეთში ცხოვრებას, არსებობს კავშირი და არა მანძილი. ჩვენ თავად ვქმნით ისეთ გარემოს, როგორიც გვსურს. ამისთვის ადამიანი ფსიქოლოგიურად უნდა განეწყოს, რადგან დედამიწა ერთია და ერთია სამყარო. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება მეხმარება იმაში, რომ აქ თავი უცხოდ არ ვიგრძნო...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0