მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველი ეტაპი გავლილია: აშშ რუსეთიდან ურანის იმპორტის აკრძალვაზე მუშაობს

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ორშაბათს მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს, და რომელიც ძალაში 90 დღის შემდეგ უნდა შევიდეს, იუწყება Reuters.
იმისათვის, რომ კანონად იქცეს, ახლა კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
„ბირთვული საწვავის გამო რუსეთზე მუდმივი დამოკიდებულების რისკები უბრალოდ ძალიან მაღალია. ეს ასუსტებ ამერიკის საწვავის ინფრასტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა ამ იაფ საწვავზე დამოკიდებულების გამო“, − განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კეტი მაკმორის როჯერსმა კენჭისყრამდე.
როგორც სააგენტო წერს, წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი შეიცავს გამონაკლისებს, რომლებიც რუსეთიდან მცირედ გამდიდრებული ურანის იმპორტს უშვებს. ასე მაგალითად, თუ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი დაადგენს, რომ ბირთვული რეაქტორის, ან აშშ-ის ბირთვული ენერგეტიკული კომპანიის მუშაობისთვის ალტერნატიული წყაროები არ არსებობს, ან თუ საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, მაშინ რუსული ურანის იმპორტი გამონაკლისის სახით დაიშვება.
შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის იმპორტი გასულ წელს − რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ აკრძალა, მაგრამ მსგავსი შეზღუდვა არ შეხებია ურანის იმპორტს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა სამჯერ გაზარდა რუსული ურანის შესყიდვა, რამაც დაახლოებით 43,25 ტონა შეადგინა. ურანის ასეთი მოცულობები შტატებს 62,8 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს იყო ყველაზე დიდი ამერიკული შესყიდვა 2023 წლის ივნისის შემდეგ, რითაც რუსეთი შტატებისთვის ამ საწვავის მეორე მთავარი მიმწოდებელი გახდა.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0