მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-მა რუსეთისგან ურანის შესყიდვა გაასამმაგა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამჯერ გაზარდა რუსული ურანის შესყიდვა, რამაც დაახლოებით 43,25 ტონა შეადგინა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ამერიკულ სტატისტიკაზე დაყრდნობით.
სააგენტოს გამოთვლებით, ურანის ასეთი მოცულობები შტატებს 62,8 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს იყო ყველაზე დიდი ამერიკული შესყიდვა 2023 წლის ივნისის შემდეგ, რითაც რუსეთი შტატებისთვის ამ საწვავის მეორე მთავარი მიმწოდებელი გახდა.
მთლიანობაში შეერთებულმა შტატებმა თითქმის 176 ტონა ურანი შეიძინა 300 მილიონ დოლარად. მთავარი მიმწოდებელი იყო ბრიტანეთი, რომელმაც ოქტომბერში 98,3 ტონა მიჰყიდა შეერთებულ შტატებს 177,4 მილიონ დოლარად.
ამერიკულმა კომპანიებმა შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, ასევე განაახლა ურანის იმპორტი ჩინეთიდან, რომლისგანაც 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების 25,4 ტონა ურანი შეიძინა.
რაც შეეხება კიდევ ერთ მიმწოდებელს, ნიდერლანდებს, მან შვიდჯერ — 8,9 ტონამდე (13,8 მლნ დოლარი) შეუმცირა ურანის მიწოდება აშშ-ს.
ყველა ახალი ამბავი
0