საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში გაემგზავრა, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე.
საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.
კობახიძე: საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია >>
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
წყარო - საქართველოს პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0