https://sputnik-georgia.com/20231207/kobaxidze-alievis-gancxadebas-gamoexmaura-284773544.html
კობახიძე: საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია
კობახიძე: საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება მნიშვნელოვანი... 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T16:49+0400
2023-12-07T16:49+0400
2023-12-07T16:49+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/19/278935389_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_9070f75b07601cac333d357620eea017.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება მნიშვნელოვანი და საინტერესოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებებს უსურვებს. მისი თქმით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ორი ქვეყნის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ამ ქვეყნების წარდგენა ევროპის წინაშე, როგორც ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდი.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოსთვის აზერბაიჯანთან მეგობრობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისაქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.დუნდუა: საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს თავის ვალდებულებებს სანქციების დაცვის კუთხით>>>პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.აზერბაიჯანთან ურთიერთობებისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.ალიევმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წარმატებები უსურვა>>>საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 20 მლნ ტონა ტვირთამდე და 3 მილიონ მგზავრამდე.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/19/278935389_551:242:2048:1365_1920x0_80_0_0_69ac8517d829ed5fee40cb6134423e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება მნიშვნელოვანი და საინტერესოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებებს უსურვებს. მისი თქმით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ორი ქვეყნის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ამ ქვეყნების წარდგენა ევროპის წინაშე, როგორც ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდი.
„ძალიან კარგია, როცა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი ალიევი ჩვენს ევროინტეგრაციას ასეთი კუთხით უყურებს. ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, რომელიც ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანაა და ალიევის მიერ გაკეთებული განცხადება ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოსთვის აზერბაიჯანთან მეგობრობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
აზერბაიჯანთან ურთიერთობები
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 20 მლნ ტონა ტვირთამდე და 3 მილიონ მგზავრამდე.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.