https://sputnik-georgia.com/20231204/saqartvelo-brwyinvaled-asrulebs-tavis-valdebulebebs-sanqciebis-dacvis-kutxit-dundua-284681048.html
დუნდუა: საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს თავის ვალდებულებებს სანქციების დაცვის კუთხით
დუნდუა: საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს თავის ვალდებულებებს სანქციების დაცვის კუთხით
Sputnik საქართველო
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღება საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ. 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T09:44+0400
2023-12-04T09:44+0400
2023-12-04T09:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_0:156:1501:1000_1920x0_80_0_0_b92cb37e2d323f344681601c13611ce6.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თავად საქართველოს მიერ, დუნდუას, თქმით, ეს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს და ინფლაციას გამოიწვევს.„არაერთი ანგარიში, არაერთი განცხადება არსებობს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამასთან დაკავშირებით. რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია - ეს დააზარალებს საქართველოს და ვერაფერს დააკლებს რუსეთს. მით უმეტეს ამ რთულ ვითარებაში, ეს საქართველოში გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, ინფლაციას, რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა დუნდუამ.„მთავარია, რომ ეს ჭეშმარიტებაა“ - პაპუაშვილი სიმონიანის განცხადებაზე >>ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_39:0:1372:1000_1920x0_80_0_0_aa2641be2a1dde5d19cd352549f68d0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
დუნდუა: საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს თავის ვალდებულებებს სანქციების დაცვის კუთხით
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღება საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
„ყველა მიმართულებით, რაც ევალება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით, საქართველო თავისი მოვალეობის ბრწყინვალე შემსრულებელია“, - განაცხადა დუნდუამ.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თავად საქართველოს მიერ, დუნდუას, თქმით, ეს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს და ინფლაციას გამოიწვევს.
„არაერთი ანგარიში, არაერთი განცხადება არსებობს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამასთან დაკავშირებით. რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია - ეს დააზარალებს საქართველოს და ვერაფერს დააკლებს რუსეთს. მით უმეტეს ამ რთულ ვითარებაში, ეს საქართველოში გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, ინფლაციას, რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა დუნდუამ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.