მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკული გამოკითხვის შედეგები: ბაიდენი ძალიან ბევრს ხარჯავს უკრაინის დახმარებაზე

© Press service of the President of Ukraine
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. ამერიკელი ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები „ძალიან ბევრს“ ხარჯავს უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე, წერს გამოცემა Financial Times მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა, ასე გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, 27%-ის აზრით, ვაშინგტონი უკრაინის დახმარებაზე „სწორ თანხას“ ხარჯავს, ხოლო 11% კი ფიქრობს, რომ ეს დახმარება არასაკმარისია.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ გამოკითხულთა 30% ეთანხმება ისრაელისთვის ფინანსური დახმარების ამჟამინდელ დონეს, 40%-ს კი მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები ამ მიზნებზეც „ძალიან ბევრს“ ხარჯავს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის ექსპერტებმა უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული უთანხმოების ესოდენ მაღალი დონე აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული შფოთვებით ახსნეს. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ქვეყნის ეკონომიკას „შესანიშნავი“ ან „კარგი“ გამოკითხულთა მხოლოდ 25%-მა უწოდა.
წყარო: Financial Times
ყველა ახალი ამბავი
0