რამდენი ადამიანი დაჯარიმდა საქართველოში დანის ტარებისთვის?

© photo: Sputnik / Stringerკაცი დანით ხელში
კაცი დანით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2023
გამოწერა
ცივი იარაღის ტარებისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში გამოიწერა
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით პოლიციამ საქართველოში ცივი იარაღის ტარებისთვის 2,5 ათასამდე პირი დააჯარიმა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
საუბარია ცივი იარაღის ტარებაზე სხეულზე ან ხელში. ჯარიმა მოქმედებს ასევე დანის ტარებისთვის, რომელიც აუცილებელია პირადი ჰიგიენის, საჭმლის მომზადების, ნადირობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ან როგორც ეროვნული კოსტიუმის ნაწილი, თუ ეს არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დარღვევის საფრთხეს ქმნის.
ცივი იარაღის ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, განმეორებითი დარღვევის დროს ფაქტი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ცივი იარაღი რვა ქალსა და 2487 მამაკაცს აღმოაჩნდა.
© Depositphotos.com / Konstantin1985მამაკაცს ზურგს უკან მაჩეტე უჭირავს
Мужчина держит мачете за спиной - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2023
მამაკაცს ზურგს უკან მაჩეტე უჭირავს
1 იანვრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით დანის ტარებისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში (1633) დაფიქსირდა. შემდეგ მოდის აჭარის (178) და იმერეთის (156) რეგიონები.
დაჯარიმებულთა ძირითადი ასაკი 18-დან 40 წლამდეა. ამასთან, ამ პერიოდში დანის ტარებისთვის 65 არასრულწლოვანი დაჯარიმდა.
ცივი იარაღის ყიდვა შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელიც ყიდვის დროს წარადგენს პასპორტს და ცნობას, რომ არ არის ნასამართლევი. იარაღის ყიდვის შემდეგ ადამიანი ავტომატურად ხვდება საქართველოს შსს-ს ბაზაში.
ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ იმ ცივი იარაღის ყიდვა, რომელიც ქართული კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება.
ყველა ახალი ამბავი
0