https://sputnik-georgia.com/20231210/premier-saqartvelos-xelisuflebis-mizania-adamianis-uflebebis-efeqturi-dacva-284853461.html
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების მიზანია - ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების მიზანია - ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა
Sputnik საქართველო
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება. 10.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-10T16:50+0400
2023-12-10T16:50+0400
2023-12-10T16:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283444810_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_61051da74f0202d402b860f11a4565e4.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიზანია მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურ დაცვას, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.ადამიანის უფლებათა დღე პირველად 1950 წელს აღინიშნა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 423 (V), რომელიც მოუწოდებდა ყველა სახელმწიფოს და დაინტერესებულ ორგანიზაციას დაეწესებინათ ყოველი წლის 10 დეკემბერი, როგორც ადამიანის უფლებათა დღე. გენერალური ასამბლეის მიერ დეკლარაციის მიღების შემდეგ, იგი გამოცხადდა „ამოცანად, რომლისკენაც ყველა ხალხი და სახელმწიფო უნდა მიისწრაფოდეს“.პრემიერის თქმით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვით სახელმწიფო აძლიერებს ინსტიტუციურ დემოკრატიას, უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარ სარგებლობას, განამტკიცებს თანასწორობის პოლიტიკას.„ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. იგი ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების აღსრულებისათვის ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს 2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახს, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.„ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა განუხრელად ძლიერდება. დღეს უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივა, და სულ ახლახან – ევროკომისიის ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, - განაცხად ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გზა აახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანთან - საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283444810_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7438a6d0d91f7123723f8fe5dfb181c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების მიზანია - ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიზანია მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურ დაცვას, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა დღე პირველად 1950 წელს აღინიშნა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 423 (V), რომელიც მოუწოდებდა ყველა სახელმწიფოს და დაინტერესებულ ორგანიზაციას დაეწესებინათ ყოველი წლის 10 დეკემბერი, როგორც ადამიანის უფლებათა დღე. გენერალური ასამბლეის მიერ დეკლარაციის მიღების შემდეგ, იგი გამოცხადდა „ამოცანად, რომლისკენაც ყველა ხალხი და სახელმწიფო უნდა მიისწრაფოდეს“.
„დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება. ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და, ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვით სახელმწიფო აძლიერებს ინსტიტუციურ დემოკრატიას, უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარ სარგებლობას, განამტკიცებს თანასწორობის პოლიტიკას.
„ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. იგი ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების აღსრულებისათვის ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს 2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.
„ამ მიზნით აქტიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახს, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა განუხრელად ძლიერდება. დღეს უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივა, და სულ ახლახან – ევროკომისიის ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, - განაცხად ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გზა აახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანთან - საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციასთან.