ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით 16 წლის გოგონა გაიტაცეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2023
გამოწერა
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონა ექვსმა შენიღბულმა პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.
გატაცებული არასრულწლოვანის ოჯახის წევრების განცხადებით, გოგონა ახალგაზრდა კაცზე თვეების წინ დანიშნეს, თუმცა მოზარდმა გათხოვებაზე უარი თქვა.
„დანიშნული იყო ერთი თეა, მაგრამ არ უნდოდა გათხოვება. ბიჭის დედა და ნათესავები მოვიდნენ, გოგოსთან ილაპარაკეს. უარის მიღების შემდეგ კი ბიჭები პირდაპირ შემოცვივდნენ, ხელი მკრეს და ჩემი შვილი გაიტაცეს. გოგო ძალიან ცუდ დღეში იყო“, - თქვა გატაცებული გოგონას დედამ.
მისი თქმით, გამტაცებლებმა ისარგებლეს იმით, რომ იმ მომენტში სახლში მამაკაცები არ იმყოფებოდნენ. დაზარალებული მხარე ასევე ამტკიცებს, რომ გოგონას გატაცებაში „საქმროს“ დედაც მონაწილეობდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული კაცი რუსეთის მოქალაქეა.
საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ჯერჯერობით დამნაშავისა და გატაცებული არასრულწლოვნის კვალს ვერ მიაგნეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0