https://sputnik-georgia.com/20231209/saqartvelosi-akrzaluli-narkotikebis-sia-fartovdeba-284847143.html
საქართველოში აკრძალული ნარკოტიკების სია ფართოვდება
საქართველოში აკრძალული ნარკოტიკების სია ფართოვდება
Sputnik საქართველო
საქართველოში მკაცრად აიკრძალება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა, როგორიცაა ბრორფინი, ეუტილონი, მეტონიტაზენი და ნორფენტანილი. 09.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-09T20:52+0400
2023-12-09T20:52+0400
2023-12-09T20:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250778734_0:53:1013:623_1920x0_80_0_0_7a839362508e2b097ee5d9c07811eca9.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში აკრძალული ნარკოტიკულ საშუალებათა სიას ოთხი დასახელება დაემატება, ნათქვამია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებში.კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში მკაცრად აიკრძალება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა, როგორიცაა ბრორფინი, ეუტილონი, მეტონიტაზენი და ნორფენტანილი. ეს ნივთიერებები შეემატება 189 ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიას, რომლებიც უკვე აკრძალულია ქვეყანაში.აკრძალვა ნივთიერების ნებისმიერ დოზაზე გავრცელდება.რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები >>საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.ამასთან, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, რომლის დოზაც თითოეულ სახეობაზე ინდივიდუალურად განისაზღვრება, მხოლოდ ჯარიმით ისჯება.ამასთან, პირადი მოხმარებისთვის მითითებულზე მაღალი დოზის შენახვა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 6 წლით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250778734_57:0:956:674_1920x0_80_0_0_9896e9ad03a309838a41b6800e5418a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში აკრძალული ნარკოტიკების სია ფართოვდება
საქართველოში მკაცრად აიკრძალება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა, როგორიცაა ბრორფინი, ეუტილონი, მეტონიტაზენი და ნორფენტანილი.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში აკრძალული ნარკოტიკულ საშუალებათა სიას ოთხი დასახელება დაემატება, ნათქვამია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებში.
კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში მკაცრად აიკრძალება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა, როგორიცაა ბრორფინი, ეუტილონი, მეტონიტაზენი და ნორფენტანილი. ეს ნივთიერებები შეემატება 189 ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიას, რომლებიც უკვე აკრძალულია ქვეყანაში.
აკრძალვა ნივთიერების ნებისმიერ დოზაზე გავრცელდება.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.
ამასთან, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, რომლის დოზაც თითოეულ სახეობაზე ინდივიდუალურად განისაზღვრება, მხოლოდ ჯარიმით ისჯება.
ამასთან, პირადი მოხმარებისთვის მითითებულზე მაღალი დოზის შენახვა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 6 წლით.