https://sputnik-georgia.com/20231105/ramdeni-adamiani-dajarimda-marixuanis-shenaxvistvis-283988141.html
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის შენახვისთვის ჯარიმა 5 ათას ლარს შეადგენს 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T11:30+0400
2023-11-05T11:30+0400
2023-11-05T11:30+0400
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/23/238392352_209:0:2348:1203_1920x0_80_0_0_fcc95595d0d56fee62c721f0c98e4c15.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მარიხუანის მოწევისთვის, მათ შორის ბავშვების თანდასწრებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში დაჯარიმდა 21 ადამიანი, ხოლო მისი შენახვისთვის – 834, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.საქართველოში მარიხუანის შენახვა და მოწევა კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად რჩება. მოწევის შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე, მათ შორის, ქუჩაში, ეზოში ან ბავშვების თანდასწრებით. ჯარიმა შენახვისთვის 500 ლარს შეადგენს, ხოლო მოწევისთვის, ადგილისა და დარღვევის სახის მიხედვით, 500-დან 1.500 ლარამდე.შსს-ს მონაცემებით, მარიხუანის არასათანადო ადგილზე ან ბავშვების თანდასწრებით მოწევის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და აჭარაში. სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებული 21-ვე პირი 26-დან 60 წლამდე მამაკაცია.რაც შეეხება მარიხუანის შენახვის ფაქტებს, აქ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში. მარიხუანის შენახვისთვის დაჯარიმებული 834 ადამიანიდან 15 ქალია. დაჯარიმებულთა შორის უმრავლესობა 26-დან 60 წლამდეა. მარიხუანის შენახვისთვის აღნიშნულ პერიოდში ასევე დაჯარიმდა შვიდი არასრულწლოვანი და ოთხი 60 წელს ზემოთ პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/23/238392352_476:0:2080:1203_1920x0_80_0_0_12b5f33d634bd37e7308a3b3fd5097a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მარიხუანის შენახვისთვის? ბოლო მონაცემები
საქართველოში მარიხუანის შენახვისთვის ჯარიმა 5 ათას ლარს შეადგენს
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მარიხუანის მოწევისთვის, მათ შორის ბავშვების თანდასწრებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში დაჯარიმდა 21 ადამიანი, ხოლო მისი შენახვისთვის – 834, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში მარიხუანის შენახვა და მოწევა კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად რჩება. მოწევის შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე, მათ შორის, ქუჩაში, ეზოში ან ბავშვების თანდასწრებით. ჯარიმა შენახვისთვის 500 ლარს შეადგენს, ხოლო მოწევისთვის, ადგილისა და დარღვევის სახის მიხედვით, 500-დან 1.500 ლარამდე.
შსს-ს მონაცემებით, მარიხუანის არასათანადო ადგილზე ან ბავშვების თანდასწრებით მოწევის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და აჭარაში. სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებული 21-ვე პირი 26-დან 60 წლამდე მამაკაცია.
რაც შეეხება მარიხუანის შენახვის ფაქტებს, აქ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში. მარიხუანის შენახვისთვის დაჯარიმებული 834 ადამიანიდან 15 ქალია.
დაჯარიმებულთა შორის უმრავლესობა 26-დან 60 წლამდეა. მარიხუანის შენახვისთვის აღნიშნულ პერიოდში ასევე დაჯარიმდა შვიდი არასრულწლოვანი და ოთხი 60 წელს ზემოთ პირი.