https://sputnik-georgia.com/20231209/9-dekembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-284761567.html
9 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
9 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 9 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 09.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-09T00:15+0400
2023-12-09T00:15+0400
2023-12-09T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275387735_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0020f309f777ca21e2cad5b37127976d.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.3-12 დეკემბრის პერიოდი3-12 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდს მთვარე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რბილ ხასიათს, შემოქმედებით წარმოსახვასა და მშვენიერის შესანიშნავ აღქმას ანიჭებს.მნიშვნელოვანია წლებია 15, 30, 40, 45, 60.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ბაბუაწვერა.3-12 დეკემბრის პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან მხიარული ხასიათით, სულ მოძრაობაში არიან, უყვართ ხალხში ყოფნა, არიან კომუნიკაბელური, ენერგიული. სამუშაოს შესრულებისას ძალზე პასუხისმგებლიანი.9 დეკემბერს დაბადებულები9 დეკემბერს დაბადებულებისთვის შინაგანი სამყარო უფრო საინტერესოა, ვიდრე გარე სამყარო. მათ უყვართ ოცნება, ქმნიან ოცნებების საკუთარ სამყაროს და იქ მთელი ცხოვრების გატარება შეუძლიათ. ყველა სხვა საქმე მათთვის მეორადია. ეს ადამიანები აუცილებლობის გამო მუშაობენ, ხოლო თუ არსებობს საშუალება, რომ ოცნებებში ჩაიძირონ და ყოფაზე არ იზრუნონ, წლობით შეუძლიათ ნირვანას მიეცნენ.ზოდიაქოს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ორიგინალური ნიშნები>>ამ დღეს დაბადებულების „შენჯღრევა“ ძალიან რთულია. მათ ყველაფერი აწყობთ შინაგან სამყაროში, რატომ უნდა დაიძაბონ გარე სამყაროში? მათი ოცნებების სამყაროდან გამოსვლა მხოლოდ მათი პიროვნებისთვის დამახასიათებელ მისიონერის სულს შეუძლია.9 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები უნიკალური არიან. არიან მისიონერები და ფილოსოფოსები, მეოცნებენი და იდეალისტები. თითოეული ჰუმანისტური საქმიანობის ერთგულია. მათ ნებისმიერ საქმიანობაში სოციალური ასპექტი აუცილებლად იგრძნობა.ამ დღეს დაბადებულებს ახასიათებს ადამიანური მოთხოვნების ღრმა გაგება, მათი თანაგრძნობა. ნებისმიერ უსამართლობას მტკივნეულად აღიქვამენ. ისწრაფვიან უთანასწორობის აღმოფხვრისკენ.9 დეკემბერს დაბადებულები ცხოვრებას აღიქვამენ, როგორც რომანტიკულ თავგადასავალს. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ სამუშაოსადმიც. მათთთვის ბევრად მნიშვნელოვანია გუნდში ურთიერთობები, ვიდრე საქმიანობის პროცესი და შედეგი. ეს ამ ადამიანებს კარიერის გაკეთებაში ხელს უშლის.ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები>>ამ დღეს დაბადებულები შესანიშნავი პროფესიონალები არიან, მაგრამ ლიდერობა არ უყვართ. ამის მიზეზია ის, რომ პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებენ.ჯანმრთელობა9 დეკემბერს დაბადებულ ინტროვერტ ადამიანებს ურჩევნიათ, ილუზიებსა და ოცნებებში სრულ შთანთქვას მოერიდონ. ექსტრავერტებმა კი აგრესიული იმპულსები უნდა აკონტროლონ. ფარული აგრესია მათ პიროვნებას აზიანებს, გარეთ გამოსული - ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. თითოეულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებელია თავის გაკონტროლება.რჩევა:მშვილდოსნები მგრძნობიარე ნატურები ხართ. თქვენი წყენინება ადვილია. ნუ დააგროვებთ ნეგატიურ ემოციებს და ნუ დაგეგმავთ შურისძიებას. აპატიეთ მათ, ვინც გაწყენინათ და ეს, პირველ რიგში, საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტისთვის გააკეთეთ.
https://sputnik-georgia.com/20181122/mSvildosani-sagittarius-zogadi-daxasiaTeba-243059849.html
https://sputnik-georgia.com/20231207/zodiaqo-rogori-iqneba-2024-weli-msvildosnebistvis-mimoxilva-siyvaruli-finansebi-284687129.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275387735_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_980eb20628ff2609c2783c083c83f151.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
9 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 9 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
3-12 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდს მთვარე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რბილ ხასიათს, შემოქმედებით წარმოსახვასა და მშვენიერის შესანიშნავ აღქმას ანიჭებს.
მნიშვნელოვანია წლებია 15, 30, 40, 45, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ბაბუაწვერა.
3-12 დეკემბრის პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან მხიარული ხასიათით, სულ მოძრაობაში არიან, უყვართ ხალხში ყოფნა, არიან კომუნიკაბელური, ენერგიული. სამუშაოს შესრულებისას ძალზე პასუხისმგებლიანი.
9 დეკემბერს დაბადებულებისთვის შინაგანი სამყარო უფრო საინტერესოა, ვიდრე გარე სამყარო. მათ უყვართ ოცნება, ქმნიან ოცნებების საკუთარ სამყაროს და იქ მთელი ცხოვრების გატარება შეუძლიათ. ყველა სხვა საქმე მათთვის მეორადია.
ეს ადამიანები აუცილებლობის გამო მუშაობენ, ხოლო თუ არსებობს საშუალება, რომ ოცნებებში ჩაიძირონ და ყოფაზე არ იზრუნონ, წლობით შეუძლიათ ნირვანას მიეცნენ.
ამ დღეს დაბადებულების „შენჯღრევა“ ძალიან რთულია. მათ ყველაფერი აწყობთ შინაგან სამყაროში, რატომ უნდა დაიძაბონ გარე სამყაროში? მათი ოცნებების სამყაროდან გამოსვლა მხოლოდ მათი პიროვნებისთვის დამახასიათებელ მისიონერის სულს შეუძლია.
9 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები უნიკალური არიან. არიან მისიონერები და ფილოსოფოსები, მეოცნებენი და იდეალისტები. თითოეული ჰუმანისტური საქმიანობის ერთგულია. მათ ნებისმიერ საქმიანობაში სოციალური ასპექტი აუცილებლად იგრძნობა.
ამ დღეს დაბადებულებს ახასიათებს ადამიანური მოთხოვნების ღრმა გაგება, მათი თანაგრძნობა. ნებისმიერ უსამართლობას მტკივნეულად აღიქვამენ. ისწრაფვიან უთანასწორობის აღმოფხვრისკენ.
9 დეკემბერს დაბადებულები ცხოვრებას აღიქვამენ, როგორც რომანტიკულ თავგადასავალს. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ სამუშაოსადმიც. მათთთვის ბევრად მნიშვნელოვანია გუნდში ურთიერთობები, ვიდრე საქმიანობის პროცესი და შედეგი. ეს ამ ადამიანებს კარიერის გაკეთებაში ხელს უშლის.
ამ დღეს დაბადებულები შესანიშნავი პროფესიონალები არიან, მაგრამ ლიდერობა არ უყვართ. ამის მიზეზია ის, რომ პრიორიტეტებს არასწორად ანაწილებენ.
9 დეკემბერს დაბადებულ ინტროვერტ ადამიანებს ურჩევნიათ, ილუზიებსა და ოცნებებში სრულ შთანთქვას მოერიდონ. ექსტრავერტებმა კი აგრესიული იმპულსები უნდა აკონტროლონ. ფარული აგრესია მათ პიროვნებას აზიანებს, გარეთ გამოსული - ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. თითოეულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებელია თავის გაკონტროლება.
მშვილდოსნები მგრძნობიარე ნატურები ხართ. თქვენი წყენინება ადვილია. ნუ დააგროვებთ ნეგატიურ ემოციებს და ნუ დაგეგმავთ შურისძიებას. აპატიეთ მათ, ვინც გაწყენინათ და ეს, პირველ რიგში, საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტისთვის გააკეთეთ.