https://sputnik-georgia.com/20231208/tbilisis-mtavari-nazvisxe15-dekembers-ainteba-284830967.html
თბილისის მთავარი ნაძვისხე 15 დეკემბერს აინთება
თბილისის მთავარი ნაძვისხე 15 დეკემბერს აინთება
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია... 08.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-08T21:40+0400
2023-12-08T21:40+0400
2023-12-08T21:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი წელი 2024
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/66/243676644_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d30704e3a8c7754a1e0bd3ce3c299f78.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.საქართველოს დედაქალაქში წინასაახალწლო მზადება უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" ქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებს. ახალი წლის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გალა-კონცერტი გაიმართება.მისივე ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი 16 დეკემბერს გაიხსნება, სადაც ყოვედღიურად საშობაო ბაზრობა, ბავშვთა აქტივობები, კონცერტები გაიმართება.ბასილაიას თქმით, საშობაო სოფელი 7 იანვრამდე მოეწყობა და იქ თავის ნაწარმს 500-ზე მეტი მეწარმე წარმოადგენს.აღსანიშნავია, რომ CNN-მა იმ ევროპული ქალაქების სია შეადგინა, სადაც მოგზაურობა საშობაოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია. ჩამონათვალში ერთ-ერთი თბილისია.არ გამოტოვოთ: თბილისი „ჯადოსნური ქვეყნების" ჩამონათვალში მოხვდა>>
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/66/243676644_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_02c28a6f6278d9014181835c79c36018.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი წელი 2024, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი წელი 2024, საზოგადოება
თბილისის მთავარი ნაძვისხე 15 დეკემბერს აინთება
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
საქართველოს დედაქალაქში წინასაახალწლო მზადება უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" ქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციებს ამონტაჟებს. ახალი წლის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გალა-კონცერტი გაიმართება.
„ბოლო წლებში ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საახალწლო დღეები დედაქალაქში ყველასთვის ძალიან საინტერესო იყოს. წელს 15 დეკემბერს ავანთებთ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს და ქუჩებში - ყველა საახალწლო ილუმინაციას“, - განაცხადა ბასილაიამ.
მისივე ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი 16 დეკემბერს გაიხსნება, სადაც ყოვედღიურად საშობაო ბაზრობა, ბავშვთა აქტივობები, კონცერტები გაიმართება.
„წელს გვაქვს რამდენიმე სიახლე. კერძოდ, გვექნება ღია ყინულის მოედანი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ უმასპინძლებს ყველა ვიზიტორს. დედაენის ბაღში კი გვექნება ძალიან დიდი სივრცე, ტრადიციულად სანტას სახლთან ერთად და ყველა იმ აქტივობით, რასაც ჩვენი პატარები ელოდებიან“, - აღნიშნა მერის მოდგილემ.
ბასილაიას თქმით, საშობაო სოფელი 7 იანვრამდე მოეწყობა და იქ თავის ნაწარმს 500-ზე მეტი მეწარმე წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ CNN-მა იმ ევროპული ქალაქების სია შეადგინა, სადაც მოგზაურობა საშობაოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია. ჩამონათვალში ერთ-ერთი თბილისია.