თბილისი „ჯადოსნური ქვეყნების" ჩამონათვალში მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო მორთულობა თბილისში
საახალწლო მორთულობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
მათთვის, ვისაც უბრალოდ შობა არ სურს, საქართველო უნდა გახდეს ნომერ პირველი სადღესასწაულო ადგილი, ნათქვამია CNN-ის მიერ მომზადებულ მასალაში.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისი CNN-ის მიერ შედგენილ იმ ევროპული ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც მოგზაურობა საშობაოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
„მათთვის, ვისაც უბრალოდ შობა არ სურს, საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი უნდა გახდეს ნომერ პირველი სადღესასწაულო ადგილი", - წერს CNN-ის ჟურნალისტი.
საქართველოზე საუბრისას ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და იულიუსის კალენდრის მიხედვით, აქ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად, 7 იანვარს ზეიმობენ. აქ მთავარი დღესასწაული 31 დეკემბერია, როდესაც ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.

„უზარმაზარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთან და ახლოს მდებარე საახალწლო სოფლები და ბაზრობები თბილისის ერთ-ერთი მთავარი სადღესასწაულო ღირშესანიშნაობებია", - ნათქვამია CNN-ის მიერ მომზადებულ მასალაში.

ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მოხვდა ავსტრია, ნორვეგია, გერმანია, ბელგია და შვედეთი.
ყველა ახალი ამბავი
0