კახეთის მაგისტრალური გზის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

© courtesy of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaთბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალი
თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალი  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით ძირითადი მაგისტრალის, ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
თბილისი, 8 დეკემბერი— Sputnik. თბილისი-საგარეჯოს ახალ ჩაქროსნულ მაგისტრალზე, პირველი ოთხკილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილია.
თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობა სამ მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება.
„კახეთის მაგისტრალის პირველი ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გავქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კილომეტრი გზის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება - აღნიშნული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა. ვაზიანის შემოვლითი ოთხკილომეტრიანი გზა ქართულმა კომპანიამ ააშენა.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით ძირითადი მაგისტრალის, ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.
კახეთში გზების მშენებლობა მიმდინარე წელს ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება>>>
თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალი გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.
„მაღალი პროგრესია საგარეჯოს შემოვლითის მონაკვეთზეც, სადაც გზის ნაწილი მოყვანილია ქვედა საფარში, სამუშაოები გრძელდება და მომდევნო წელს დასრულდება. ასევე, წელს დავიწყეთ მსოფლიო ბანკის სესხით დაფინანსებული პროექტის – საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა. სამუშაოები გეგმის შესაბამისად ვითარდება და აღნიშნული მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წელს არის განსაზღვრული,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე გრძელდება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16,6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია და ომალოს გზის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი.
ყველა ახალი ამბავი
0