კახეთში გზების მშენებლობა მიმდინარე წელს ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება

© Roads Department of Georgiaსაგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა
საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
გამოწერა
თბილისი–საგარეჯოს ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527,2 მლნ ლარით ფინანსდება.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ვაზიანის ოთხკილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი მთავარი ავტომაგისტრალის ნაწილია, რომელიც თბილისსა და კახეთს აკავშირებს, ის ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, არსებული გზა კი გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე, როგორიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო.
თბილისი–საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს – ვაზიანის შემოვლით გზაზე, ვაზიანი–საგარეჯოს მონაკვეთზე და საგარეჯოს შემოვლით გზაზე. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება.
© Roads Department of Georgiaვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა
Строительство автомагистрали Вазиани-Сагареджо - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
ვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527,2 მლნ ლარით ფინანსდება.
უწყების ცნობით, კახეთის გზაზე ასევე წელს დაიწყება საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. აგრეთვე სამუშაოები ტარდება ბაკურციხე–წნორის 17-კილომეტრიან შემოვლით გზაზე.
რეგიონებში ინტენსიურად გრძელდება გზების სარემონტო სამუშაოები.
2023 წელს დასრულდება კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის დამაკავშირებელი თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი გზის სარემონტო სამუშაოები.
იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზის დასრულებულ 35-კილომეტრიან მონაკვეთს 16-კილომეტრიანი მონაკვეთი დაემატება. პროექტის სრულად დასრულება 2025 წელს იგეგმება.
გარდა ამისა, 2023 წლის ბოლოს იგეგმება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონების დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 42-კილომეტრიანი გზის ყველა ძირითადი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების დასრულება.
ყველა ახალი ამბავი
0