https://sputnik-georgia.com/20231208/ioc-parizis-olimpiada-284834368.html
IOC-მა რუსი და ბელორუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა: ცნობილია პირობები
IOC-მა რუსი და ბელორუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვა: ცნობილია პირობები
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება... 08.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-08T22:21+0400
2023-12-08T22:21+0400
2023-12-08T20:11+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
სპორტი
რუსეთი
ბელარუსი
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24394/85/243948536_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_4608d04a11e86bc529a6213e90a7811d.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მისცა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს მიიღო.გავრცელებული ინფორმაციით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ და მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში შეძლებენ მონაწილეობას.ამასთან იკრძალება რუსეთთან ან ბელორუსთან და მათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან დაკავშირებული დროშების, ჰიმნების ან რაიმე სიმბოლოების გამოყენება. ორივე ქვეყნის სპორტსმენები იასპარეზებენ აბრევიატურით AIN (Athlete Individuel Neutre; ფრანგულიდან - ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები). მაყურებლებს, ისევე როგორც სპორტსმენებს, ეკრძალებათ ეროვნული სიმბოლოების დემონსტრირება ოლიმპიურ ობიექტებზე.როგორც აღინიშნება, სპორტსმენები და გუნდების პერსონალი, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ან კავშირი აქვთ რუსეთისა თუ ბელორუსის სამხედრო სტრუქტურებთან, ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან.გარდა ამისა, სპორტულ ღონისძიებას ვერც რუსეთისა და ბელორუსის ხელისუფლებების წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან. წესების დარღვევის შემთხვევაში IOC, შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, იტოვებს უფლებას, მოახდინონ სპორტსმენის ან გუნდის პერსონალის წევრის დისკვალიფიკაცია.პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ბელარუსი
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24394/85/243948536_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_7d7bb478c87881760cebec71876290d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, სპორტი, რუსეთი, ბელარუსი , საფრანგეთი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, სპორტი, რუსეთი, ბელარუსი , საფრანგეთი
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მისცა,
ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ და მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში შეძლებენ მონაწილეობას.
ამასთან იკრძალება რუსეთთან ან ბელორუსთან და მათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან დაკავშირებული დროშების, ჰიმნების ან რაიმე სიმბოლოების გამოყენება. ორივე ქვეყნის სპორტსმენები იასპარეზებენ აბრევიატურით AIN (Athlete Individuel Neutre; ფრანგულიდან - ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები). მაყურებლებს, ისევე როგორც სპორტსმენებს, ეკრძალებათ ეროვნული სიმბოლოების დემონსტრირება ოლიმპიურ ობიექტებზე.
როგორც აღინიშნება, სპორტსმენები და გუნდების პერსონალი, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ან კავშირი აქვთ რუსეთისა თუ ბელორუსის სამხედრო სტრუქტურებთან, ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან.
გარდა ამისა, სპორტულ ღონისძიებას ვერც რუსეთისა და ბელორუსის ხელისუფლებების წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან. წესების დარღვევის შემთხვევაში IOC, შეჯიბრის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად, იტოვებს უფლებას, მოახდინონ სპორტსმენის ან გუნდის პერსონალის წევრის დისკვალიფიკაცია.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.