დღეგრძელობის ცილა: დადგინდა წიწიბურის კიდევ ერთი საოცარი თვისება

© rawpixel.comწიწიბურის ფაფა
წიწიბურის ფაფა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. წიწიბურა მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანის ორგანიზმში „დღეგრძელობის ცილა“ SIRT1-ის დონეს და ასევე აქვს მთელი რიგი პოზიტიური ეფექტები, მიიჩნევენ მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგებს Journal of Cereal Science აქვეყნებს.
SIRT1 სირტუინები ცილების ოჯახს განეკუთვნება, რომლებიც ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნასა და გლუკოზის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. SIRT1 ასევე ჩართულია მრავალ უჯრედშიდა პროცესში, მათ შორის, დაბერების მექანიზმების რეგულირებაში.

მეცნიერების აზრით, SIRT1-ის მაღალი დონე დაბერების პროცესებს ანელებს და ზრდის ორგანიზმის სტრესის მიმართ მედეგობას.

როგორც მკვლევარებმა განმარტეს, რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს ადამიანი, მით უფრო მეტ „დღეგრძელობის ცილას“ გამოიმუშავებს ორგანიზმი. სწორედ შიმშილით ხდება რეპარაციის პროცესების, უჯრედის „რემონტის“ დაწყება, რაც ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას.
წიწიბურა სოვდაგრულად - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
წიწიბურა სოვდაგრულად: ნოყიერი და მსუბუქი კერძის დეტალური რეცეპტი
თუმცა სწავლულები ირწმუნებიან, რომ ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის სახელით შიმშილობა არასწორია.
„მძიმედ დაავადებული ადამიანების, ორსულების ან ბავშვების შიმშილობა დაუშვებელია. პროდუქტი, რომელიც SIRT1-ის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას ხელს შეუწყობს — არის წიწიბურის ფაფა ან მისი ფქვილი“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.
როგორც მეცნიერებმა განმარტეს, წიწიბურა მდიდარია მცენარეული ცილებითა და ამინომჟავებით, რომელსაც ორგანიზმი საკუთარი ცილების საწარმოებლად იყენებს. გარდა ამისა, მცენარე B ჯგუფის ბევრ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული, სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემების ცხოველმყოფელობას. ამასთან წიწიბურა მნიშვნელოვანი რაოდენობით უჯრედისსაც შეიცავს, რომელიც დანაყრების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი.
„ჩვენ მსოფლიოში პირველებმა აღმოვაჩინეთ წიწიბურის უპირატესობა, რომ ის SIRT1-ის წყაროა. ეს მცენარე ნამდვილი სუპერსაკვებია. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს ყურძნის ეფექტურობას უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების კუთხით, მაგრამ ის, წიწიბურისგან განსხვავებით, მსოფლიოს ბევრი რეგიონისთვის არაა ხელმისაწვდომი. და მეორეც, ყურძენი არ გამოირჩევა დიეტური თვისებებით. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, თუ რამდენი ყურძნის ჭამა მოგიწევთ იმისთვის, რომ უჯრედული აღდგენის მექანიზმები ამუშავდეს“, — განმარტავს კვლევის ინიციატორი შუბჰრა პანდე.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ წიწიბურის დიდი რაოდენობით მოხმარება SIRT1-ის ჭარბ გამომუშავებას არ იწვევს, ანუ ორგანიზმს არ მიიყვანს საშიშ გვერდით ეფექტამდე — ჟანგვით სტრესამდე.
ყველა ახალი ამბავი
0