https://sputnik-georgia.com/20221206/wiwibura-sovdagrulad-recepti-272765526.html
წიწიბურა სოვდაგრულად: ნოყიერი და მსუბუქი კერძის დეტალური რეცეპტი
წიწიბურა სოვდაგრულად: ნოყიერი და მსუბუქი კერძის დეტალური რეცეპტი
Sputnik საქართველო
წიწიბურა პრაქტიკულად უვნებელი პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას (წიწიბურას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი) და... 06.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-06T16:14+0400
2022-12-06T16:14+0400
2023-06-27T12:28+0400
გემრიელი სამზარეულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/06/272765084_53:142:2641:1598_1920x0_80_0_0_35fdcd7fc92607eb7f82c4d640f15c14.jpg
წიწიბურა პრაქტიკულად უვნებელი პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას (წიწიბურას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი) და უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას ― უპირველესად მცენარეული ცილის გამო (დაახლოებით 14 გრამი 100 გრამ პროდუქტზე).გარდა ამისა, ის ასევე შეიცავს ბევრ უჯრედისს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები.ამასთან წიწიბურა მრავალი ვიტამინისა (მათ შორის B და C ჯგუფების) და სასარგებლო ნივთიერებების წყაროა: იგი შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რკინის მარილებს (სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს) და მაგნიუმს. ეს უკანასკნელი ადუნებს სისხლძარღვების კედლებს, რამაც შეიძლება წნევის შემცირება განაპირობოს.სწორედ ამიტომაა წიწიბურის ფაფა მეტად პოპულარული, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია და ყველამ იცის.მაგრამ თურმე არსებობს განსხვავებული რეცეპტი, რომლის შესახებაც შესაძლოა არც კი გსმენოდეთ. საუბარია „სოვდაგრულ წიწიბურაზე“, რომელშიც ეს პროდუქტი შესანიშნავად ეხამება ხორცეულსა და ბოსტნეულს.სხვა გემრიელი რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ქვემოთ სწორედ „სოვდაგრული წიწიბურის“ რეცეპტს გაგაცნობთ, რომლის ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა:კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებთ:მომზადების წესიდაყარეთ წიწიბურა მშრალ ტაფაზე და მოხალეთ 2-3 წუთის განმავლობაში. როდესაც ის სუნს გაუშვებს და ტკაცუნს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ სხვა ჭურჭელში.დაჭერით ხორცი დაახლოებით 1 სმ სისქეზე;გააცხელეთ ღრმა ტაფაზე ზეთი და შეწვით ზედ ხორცი ოქროსფერი ქერქის წარმოქმნამდე. შემდეგ გადაიღეთ ის ცალკე ჭურჭელში.დაჭერით ხახვი და სტაფილო. მოშუშეთ ჯერ ხახვი იმავე ტაფაში, რომელშიც მანამდე ხორცი შეწვით. როდესაც ხახვი დარბილდება და ოქროსფერი გახდება, დაამატეთ სტაფილო და შუშეთ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში.შემდეგ ჩაამატეთ ტაფაში ტომატი და გაუჩერებლად ურიეთ 1 წუთის განმავლობაში, მერე კი დაჭრილი ნიორიც დაუმატეთ და კიდევ 30 წამი შუშეთ.ჩაასხით ტაფაში წყალი, ჩაყარეთ ხორცი და წიწიბურა, დაამატეთ მარილი და დაახურეთ ხუფი. შუშეთ კერძი დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ წიწიბურა არ მოიხარშება — დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში.ამასობაში წვრილად დაჭერით ოხრახუში და კამა.როდესაც წიწიბურა მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, პილპილი და ორიოდე წუთით დატოვეთ თავდახურული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/06/272765084_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_04b18b066b47520bbc60a4e991394794.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გემრიელი სამზარეულო
წიწიბურა პრაქტიკულად უვნებელი პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას (წიწიბურას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი) და უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას ― უპირველესად მცენარეული ცილის გამო (დაახლოებით 14 გრამი 100 გრამ პროდუქტზე).
გარდა ამისა, ის ასევე შეიცავს ბევრ უჯრედისს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები.
ამასთან წიწიბურა მრავალი ვიტამინისა (მათ შორის B და C ჯგუფების) და სასარგებლო ნივთიერებების წყაროა: იგი შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რკინის მარილებს (სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს) და მაგნიუმს. ეს უკანასკნელი ადუნებს სისხლძარღვების კედლებს, რამაც შეიძლება წნევის შემცირება განაპირობოს.
სწორედ ამიტომაა წიწიბურის ფაფა მეტად პოპულარული, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია და ყველამ იცის.
მაგრამ თურმე არსებობს განსხვავებული რეცეპტი, რომლის შესახებაც შესაძლოა არც კი გსმენოდეთ. საუბარია „სოვდაგრულ წიწიბურაზე“, რომელშიც ეს პროდუქტი შესანიშნავად ეხამება ხორცეულსა და ბოსტნეულს.
ქვემოთ სწორედ „სოვდაგრული წიწიბურის“ რეცეპტს გაგაცნობთ, რომლის ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა:
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებთ:
ღორის ან ქათმის ხორცი — 300 გრამი;
ოხრახუში და კამა — 20-20 გრამი;
დაფქული შავი პილპილი და მარილი — გემოვნებით;
დაყარეთ წიწიბურა მშრალ ტაფაზე და მოხალეთ 2-3 წუთის განმავლობაში. როდესაც ის სუნს გაუშვებს და ტკაცუნს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ სხვა ჭურჭელში.
დაჭერით ხორცი დაახლოებით 1 სმ სისქეზე;
გააცხელეთ ღრმა ტაფაზე ზეთი და შეწვით ზედ ხორცი ოქროსფერი ქერქის წარმოქმნამდე. შემდეგ გადაიღეთ ის ცალკე ჭურჭელში.
დაჭერით ხახვი და სტაფილო. მოშუშეთ ჯერ ხახვი იმავე ტაფაში, რომელშიც მანამდე ხორცი შეწვით. როდესაც ხახვი დარბილდება და ოქროსფერი გახდება, დაამატეთ სტაფილო და შუშეთ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ჩაამატეთ ტაფაში ტომატი და გაუჩერებლად ურიეთ 1 წუთის განმავლობაში, მერე კი დაჭრილი ნიორიც დაუმატეთ და კიდევ 30 წამი შუშეთ.
ჩაასხით ტაფაში წყალი, ჩაყარეთ ხორცი და წიწიბურა, დაამატეთ მარილი და დაახურეთ ხუფი. შუშეთ კერძი დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ წიწიბურა არ მოიხარშება — დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში.
ამასობაში წვრილად დაჭერით ოხრახუში და კამა.
როდესაც წიწიბურა მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, პილპილი და ორიოდე წუთით დატოვეთ თავდახურული.
ესაა და ეს — თქვენი „წიწიბურა სოვდაგრულად“ მზადაა. გემრიელად მიირთვით!