https://sputnik-georgia.com/20231207/saqartvelos-energousafrtxoeba-daculia-alievi-284768448.html
„საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია" - ალიევი
„საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია" - ალიევი
Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი მთელი რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ერთობლივად მონაწილეობენ. 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T16:17+0400
2023-12-07T16:17+0400
2023-12-07T16:17+0400
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
ახალი ამბები
ეკონომიკა
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602804_0:282:2048:1435_1920x0_80_0_0_ac0d38ab73bba22ec9b870beb3e7ee98.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგოუსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის, სრულიად დაცულია, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში გამართულ ფორუმზე. საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთობლივი პროექტია შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის გაყვანა საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპაში. მისი თქმით, თუ ბოლო წლებში, დამოუკიდებლობიდან 30 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ორი ქვეყანა ინტეგრირებულია, ისინი ახორციელებენ საერთო პროექტებს ურთიერთსარგებლიანობისათვის და ეს ორი ქვეყანა ერთად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროპისათვის, ვიდრე ისინი იქნებოდნენ ცალ-ცალკე. ალიევმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წარმატებები უსურვა>>ალიევმა ასევე აღნიშნა საქართველოსთან ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები - ნავთობსადენები, გაზსადენები, ტრანსპორტი, რკინიგზა, ენერგოკაბელი და ა.შ. ენერგოკაბელი ევროპაში შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს. ღარიბაშვილმა ბაქოს სამიტზე შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა>>ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს. თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით. „ღირებული მეზობელი“ – პრემიერი აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე>>საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი. აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
აზერბაიჯანი
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602804_117:284:1931:1645_1920x0_80_0_0_010989acddb027265a0d3803a85ee790.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, პოლიტიკა, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, ახალი ამბები, ეკონომიკა, ევროპა
აზერბაიჯანი, პოლიტიკა, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, ახალი ამბები, ეკონომიკა, ევროპა
„საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია" - ალიევი
საქართველო და აზერბაიჯანი მთელი რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ერთობლივად მონაწილეობენ.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგოუსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის, სრულიად დაცულია, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში გამართულ ფორუმზე.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთობლივი პროექტია შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის გაყვანა საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპაში.
„ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის. რადგან ეს არის სანდო წყარო მიწოდებისა, ეს არის ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი", - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, თუ ბოლო წლებში, დამოუკიდებლობიდან 30 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ორი ქვეყანა ინტეგრირებულია, ისინი ახორციელებენ საერთო პროექტებს ურთიერთსარგებლიანობისათვის და ეს ორი ქვეყანა ერთად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროპისათვის, ვიდრე ისინი იქნებოდნენ ცალ-ცალკე.
ალიევმა ასევე აღნიშნა საქართველოსთან ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები - ნავთობსადენები, გაზსადენები, ტრანსპორტი, რკინიგზა, ენერგოკაბელი და ა.შ.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.