https://sputnik-georgia.com/20231207/qartuli-aviakompaniebi-turqetis-yvela-aeroportsi-sezleben-frenas-284761993.html
ქართული ავიაკომპანიები თურქეთის ყველა აეროპორტში შეძლებენ ფრენას
ქართული ავიაკომპანიები თურქეთის ყველა აეროპორტში შეძლებენ ფრენას
Sputnik საქართველო
მანამდე ქართულ ავიაკომპანიებს მხოლოდ სტამბულში, ანტალიაში, ანკარასა და ტრაპიზონში შეეძლოთ ფრენა. 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T10:48+0400
2023-12-07T10:48+0400
2023-12-07T10:48+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/76/248887605_0:120:1277:838_1920x0_80_0_0_56cc9c6306ebba5782e68035e39cb34b.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანიები თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეუზღუდავი რაოდენობის რეგულარული რეისების შესრულებას შეძლებენ და მეზობელი ქვეყნის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების მომსახურებას გამოიყენებენ, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. გადაწყვეტილება საქართველოს და თურქეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენელთა წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ მოქმედი შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა. აქამდე რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაპიზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმათულებით აქვთ. საქართველომ და ომანმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი>>სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (#ican2023) ფარგლებში გაიმართა. ICAN 2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/76/248887605_0:0:1275:956_1920x0_80_0_0_f9a85a410a3aab68a7f4b5503de0a6d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , საქართველოს ეკონომიკა
ქართული ავიაკომპანიები თურქეთის ყველა აეროპორტში შეძლებენ ფრენას
მანამდე ქართულ ავიაკომპანიებს მხოლოდ სტამბულში, ანტალიაში, ანკარასა და ტრაპიზონში შეეძლოთ ფრენა.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანიები თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეუზღუდავი რაოდენობის რეგულარული რეისების შესრულებას შეძლებენ და მეზობელი ქვეყნის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების მომსახურებას გამოიყენებენ, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
გადაწყვეტილება საქართველოს და თურქეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენელთა წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ მოქმედი შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.
აქამდე რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაპიზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი.
რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმათულებით აქვთ.
სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (#ican2023) ფარგლებში გაიმართა. ICAN 2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.