https://sputnik-georgia.com/20231207/partiebis-dafinansebis-axali-wesebi-saparlamento-komitetma-iniciativa-moiwona-284782020.html
პარტიების დაფინანსების ახალი წესები - საპარლამენტო კომიტეტმა ინიციატივა მოიწონა
პარტიების დაფინანსების ახალი წესები - საპარლამენტო კომიტეტმა ინიციატივა მოიწონა
Sputnik საქართველო
აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას. 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T21:29+0400
2023-12-07T21:29+0400
2023-12-07T21:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58bbf5bba91998016cf42c6420d6386b.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში პარტიების დაფინანსების ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს.ცვლილებები დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას წარმოადგენს.პროექტის მთავარი სიახლე იქნება იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების აკრძალვა. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.რატომ აეკრძალება იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება - ირაკლი კობახიძის განმარტება>>>ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა და საწევრო გადასახადი უცვლელი დარჩება - 60 ათასი ლარი თითოეულ პირზე და 1,2 ათასი ლარი პარტიის თითოეულ წევრზე.თავად შემოწირულობად ჩაითვლება მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე (სესხების ჩათვლით) და მომსახურება (გარდა ნებაყოფლობითის), რომელიც გადაეცემა ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით.რატომ უნდა აეკრძალოთ იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება? დეპუტატის პასუხი >>გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.როგორც აქამდე იყო, ანტიკორუფციული ბიურო დაადგენს, რა ჩაითვლება პარტიის ხარჯებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_310:0:3041:2048_1920x0_80_0_0_3769562a472e86bfb94b8a2a72148cd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
პარტიების დაფინანსების ახალი წესები - საპარლამენტო კომიტეტმა ინიციატივა მოიწონა
აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში პარტიების დაფინანსების ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს.
ცვლილებები დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას წარმოადგენს.
პროექტის მთავარი სიახლე იქნება იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების აკრძალვა. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების დაფინანსებას.
ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა და საწევრო გადასახადი უცვლელი დარჩება - 60 ათასი ლარი თითოეულ პირზე და 1,2 ათასი ლარი პარტიის თითოეულ წევრზე.
თავად შემოწირულობად ჩაითვლება მატერიალური ან არამატერიალური სიკეთე (სესხების ჩათვლით) და მომსახურება (გარდა ნებაყოფლობითის), რომელიც გადაეცემა ფიზიკური პირების მიერ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით.
გარდა ამისა, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,05%-დან 0,04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც აქამდე იყო, ანტიკორუფციული ბიურო დაადგენს, რა ჩაითვლება პარტიის ხარჯებში.