ხანძარი კახეთის ტყეში ჩააქრეს

© photo: Sputnik / Туран Салджи / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი
ხანძარი  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
ხანძარის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ხანძარი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში ორი დღის წინ გაჩნდა.
სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდსა და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა, აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. მთელი ღამის განმავლობაში პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0