მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Politico: ევროკავშირი რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე ვერ შეთანხმდა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitski / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა არ დაეთანხმა ესპანეთის წინადადებას, რომლის თანახმადაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის დასახმარებლად უნდა იყოს გამოყენებული, იტყობინება Politico ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.
„რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ ესპანეთის წინადადება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის პრიორიტეტს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, რადგან ამ თანხის მისაღებად კიევს თვეები, შესაძლოა წლებიც კი დასჭირდება“, − აღნიშნა წყარომ.
გავრცელებული ცნობით, ესპანეთის წინადადება, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, 5 დეკემბერს განიხილეს ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრაზე.
ესპანეთის შეფასებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან მიღებულმა მოგებამ შესაძლოა 2027 წლისთვის უკრაინას 15-17 მილიარდი ევრო მოუტანოს. თუმცა, ევროპელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ კიევის ეკონომიკას ეს მისთვის საჭირო სწრაფ იმპულსს ვერ მისცემს. ამასთან მათთვის გაუგებარია, როგორ და საიდან გამოთვალა მადრიდმა ეს ციფრები.
ზოგიერთი დიპლომატის ვარაუდით, ეს წინადადება იმ ესპანელმა ჩინოვნიკებმა მოამზადეს, რომლებიც „ნაკლებად იც ნობდნენ ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში არსებული განწყობის შესახებ“.
„ბევრი ქვეყნისთვის ეს მიუღებელი იდეაა განსახილველად", − განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა.
მეორე წყაროს მიაჩნია, რომ „ეს ჰგავს უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების სხვა მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას, რაც, თითქოს შემთხვევით, ესპანეთის სურვილების სიაშია შესული“.
Politico-ს კიდევ ერთ-ერთმა წყარომ მადრიდის ინიციატივას „ზედმეტობა“ უწოდა, ვინაიდან, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, გარდა უნგრეთისა, ისედაც თანახმაა, რომ კიევს დაფინანსება გაეზარდოს.
მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში, Bloombergწერდა, რომ ევროკავშირმა ვერ იპოვა სამართლებრივი საფუძველი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის. ნოემბრის ბოლოს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა აღიარა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის არ არის თანხმობა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ, რომელიც ოთხ წელზეა გათვლილი. ამის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე უნგრეთია.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0