„წინასწარ დაგეგმილი ცხოვრება მითია, რეალური მხოლოდ ბედნიერებაა“

© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილი
ნინი გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
ნინი გრიგალაშვილი ერთი პერიოდი გრაფიკულ დიზაინერად და მენეჯერად მუშაობდა.
“ყველას ვურჩევ, რომ საყვარელი საქმე აკეთონ, არ შეუშინდნენ ცვლილებებს, თუნდაც ისინი ძალიან რთულად მოეჩვენოთ. ცხოვრებაში მხოლოდ ამას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება და გვიან არასოდეს არაფერია”-ასე ფიქრობს პროფესიით ინჟინერი ნინი გრიგალაშვილი, რომელმაც ერთ პანდემიურ დღეს, „თაროზე შემოდებული პროგრამა“ აამუშავა და თავისი დიდი ხნის ოცნება-ხატვა გაიხსენა. შემდეგ უფრო შორს წავიდა და ქალისთვის უჩვეულო საქმიანობა- ბუხრის ამოშენება დაიწყო.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- ქალბატონო ნინი, თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?
- პროფესიით ინჟინერი ვარ და რადგან სკოლაში ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი, საკმაოდ მრავალმხრივი ინტერესების სპექტრი მქონდა. თუმცა გადაწყვეტილება, რომ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა, გარკვეულწილად პრაგმატულად მივიღე. იმ დროს ეს გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, ვფიქრობ, მეტი შესაძლებლობა მექნებოდა პროფესიონალ მხატვრად ჩამოვყალიბებულიყავი.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- თუმცა, პროფესიული ჩამოყალიბების გზაზე გარკვეული გამოცდილებაც შეიძინეთ...
- დიახ, ვთვლი, რომ გზა, რაც გამოვიარე პროფესიულ და პიროვნულ ჩამოყალიბებამდე, უნიკალურია. ვაფასებ ყველა იმ გამოცდილებას, რაც ცხოვრებამ მომცა. შესაძლოა, უფრო მეტად ვაფასებ ყოველ წუთს, რომელსაც საყვარელ საქმიანობას ვუთმობ, რადგან ეს ჩემთვის ფუფუნებად იქცა.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- ბავშვობაში ალბათ ხატავდით, სამხატვრო სკოლაში თუ დადიოდით?
- სამი წლის ვიყავი, როცა ოჯახი საცხოვრებლად ქვიშხეთიდან ზუგდიდში გადავიდა, ამიტომ ჩემი ბავშვობის დაუვიწყარი წლები ამ ქალაქს უკავშირდება. სამხატვრო სკოლაში დედის თანამშრომლის შვილის თხოვნით აღმოვჩნდი, რადგან მას შემთხვევით ნანახი ჩემი ნახატები მოეწონა. ვინაიდან აკვარელის ტექნიკა დამოუკიდებლად ავითვისე და შესაბამის დონეზე ვფლობდი, იმ სკოლაში მეორე კურსზე დამსვეს. იქ ორი წელი ვისწავლე. 15 წლის ვიყავი, როცა ისევ ქვიშხეთში გადმოვედით საცხოვრებლად. თუ არ ჩავთვლით ორ-სამ გრაფიკულ პორტრეტს, ფაქტობრივად ამ დროიდან აღარაფერი დამიხატავს.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილი
ნინი გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ნინი გრიგალაშვილი
- თუმცა ხატვის სურვილი თქვენში არ გამქრალა...
- ასეც იყო, რადგან გულის სიღრმეში სულ ვოცნებობდი და ალბათ ვგეგმავდი კიდეც, რომ ასაკის მატებასთან ერთად, როცა პატარებსაც წამოვზრდიდი, მეტ დროს გამოვნახავდი საკუთარი თავისთვის, ანუ ბავშვობის გატაცებას, ხატვას აუცილებლად დავუბრუნდებოდი. კონკრეტული სტიმული, მიზეზი კი გახდა პანდემია, როცა ამ ოცნების განხორციელებისთვის შესაძლებლობა მომეცა. თითქოს ეს სადღაც დაპაუზებული, თაროზე შემოდებული, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი პროგრამა იყო. მეუღლემ ძალიან გამახარა იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხატვისთვის საჭირო ნივთები მაჩუქა. მეც, ხატვას მოწყურებულმა, საქმეს მთელი თავდავიწყებით შევუდექი.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
-ხატვის დროს რა გეხმარებათ ხოლმე, ინსპირაცია რა ხდება?
- ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, შოპენის ფანი ვარ და გამოდის, რომ ხატვის დროს მისი მუსიკა მეხმარება. ქვიშხეთის პეიზაჟი სწორედ შოპენის ნოქტიურნების ფონზე დავხატე. ძალიან მიყვარს ეგ ადგილი ქვიშხეთში, რადგან იქ საოცარი სილამაზე და სიმშვიდეა. ასე მგონია, რომ ღმერთის შინაგანი განცდა ყველაზე ძლიერ მანდ მეუფლება და თავისი სინატიფით და მარადიულობის სევდიანი შეგრძნებით მას სწორედ შოპენის მუსიკა უხდება.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliავტოპორტრეტი
ავტოპორტრეტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ავტოპორტრეტი
- ვიცი, რომ პორტრეტების ხატვაც გიყვართ...
- ბავშვობაში, როცა გამოფენა მქონდა ავტოპორტრეტი პირველად მაშინ დავხატე, ორი კი ბოლო დროს. ვთვლი, რომ მხატვარმა უნდა დაინახოს ის შინაგანი სილამაზე, რაც უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს. ოღონდ, ეს სილამაზე და ხასიათი ისე უნდა გადმოსცე, რომ სხვამაც ადვილად დაინახოს. მე არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შესრულების პრიორიტეტია, ეს რაღაც სხვა რამაა. გნებავთ, ამას ინტუიცია დაარქვით, ან ნიჭი, ან უბრალოდ, მახვილი თვალი.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- ბუხრის ამოშენების სურვილი როგორ გაგიჩნდათ?
- ზოგადად ბუხარი მიყვარს, რადგან ის სიმყუდროვეს ქმნის. პირველი ბუხარი ჩემი სახლის სარდაფში ავაშენე. ძალიან მინდოდა და ვთვლი, რომ თუ გინდა რამე კარგად გააკეთო, სხვების დაუხმარებლად უნდა შეძლო. განათლებით ინჟინერი ვარ, ხაზვა და ხატვა მეხერხება. ერთხელ ინტერნეტით ძალიან კოხტა რუსული კუთხის ბუხრის სქემა მოვიძიე. დავიცავი ყველა წესი და გათვლა, ამიტომ გამომივიდა. მთავარია, რომ ბუხარი მუშაობს და არ ბოლავს. მეორე ბუხარი მუხრანის აგარაკზე, მისაღებ ოთახში უფრო მარტივად ავაშენე. ის ინგლისური სტილისაა.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის ნაშენები ბუხარი
ნინი გრიგალაშვილის ნაშენები ბუხარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
ნინი გრიგალაშვილის ნაშენები ბუხარი
- რას ნიშნავს თქვენთვის შემოქმედებითი და პიროვნული თავისუფლება?
- არც ისე დიდი ხნის წინ, პანდემიის დროს მივხვდი, რომ თავისუფლება ყველაფერზე ძვირფასია, რაც ღმერთს ადამიანისთვის მოუცია. თავისუფლებაა –საყვარელ ადამიანებთან ბევრი დრო გაატარო, თავისუფლებაა –აკეთო ის, რაც მოგწონს შეუზღუდავი დროით. მეტი დრო დაუთმო ფიქრს, ჩაუღრმავდე საკუთარ თავს. ისიც გავიაზრე, რომ წინასწარ დაგეგმილი ცხოვრება მითია, რეალური მხოლოდ ბედნიერებაა. ცხოვრება წარმავალია. ბოლო დროს მივხვდი, რომ დასაკარგავი დრო აღარ მაქვს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0