თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / STRINGERსაახალწლო განათება რუსთაველის გამზირზე
საახალწლო განათება რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
საახალწლო განათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 6 დეკემბერს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური კომპანია `თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს. საახალწლო განათება უკვე დამონტაჟდა რობაქიძის ქუჩაზე. საახალწლო განათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
ამასთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 6 დეკემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იგეგმება საახალწლო ილუმინაციების დასამონტაჟებლად საჭირო ბაგირების მოწყობაც.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
კალაძე: თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება>>
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის" ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0