https://sputnik-georgia.com/20231205/medea-amiranasvili-didubis-panteonsi-dakrzales-284722967.html
მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
Sputnik საქართველო
მედეა ამირანაშვილი დედის - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს. 05.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-05T18:58+0400
2023-12-05T18:58+0400
2023-12-05T18:58+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23767/98/237679873_0:442:1319:1184_1920x0_80_0_0_203812f820890397a9d33150379fa9f1.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მისი გარდაცვალების შესახებ 2 დეკემბერს გახდა ცნობილი. ლეგენდარულ მომღერალს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის შენობაში გამოემშვიდობნენ, სადავ მისი დებიუტი შედგა 69 წლის წინ. ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დედის - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს. მედეა ამირანაშვილი (ლირიკული სოპრანო) დაიბადა 1930 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში საოპერო მომღერლებისა და სახალხო არტისტების - პეტრე ამირანაშვილის და ნადეჟდა ცომაიას ოჯახში. 1953 წელს მედეამ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია. 1950-იან წლებში იყო კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. პრემიერ-მინისტრმა მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა>>მისი კონცერტები იმართებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთსა და კანადაში. მედეა ამირანაშვილის ვოკალური პარტიებიდან განსაკუთრებით ცნობილია შემდეგი პერსონაჟების პარტიები: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის „დაისი" და „აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის „მინდია"), ლელა (ლაღიძის „ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო"), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი" და „ბოჰემა"), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური" და „ტრავიატა"), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი") და სხვა. გლინკას სახელობის ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის (მე-2 პრემია, 1960) და მადამ ბატერფლაის პარტიის საუკეთესო შესრულების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მე-3 პრემია, 1970, ოსაკა). 1972 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში (1982 წლიდან - პროფესორი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23767/98/237679873_0:397:1319:1386_1920x0_80_0_0_e14d64981c56fff61b37d5d0420484d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
მედეა ამირანაშვილი დედის - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
მისი გარდაცვალების შესახებ 2 დეკემბერს გახდა ცნობილი.
ლეგენდარულ მომღერალს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის შენობაში გამოემშვიდობნენ, სადავ მისი დებიუტი შედგა 69 წლის წინ.
ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დედის - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს.
მედეა ამირანაშვილი (ლირიკული სოპრანო) დაიბადა 1930 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში საოპერო მომღერლებისა და სახალხო არტისტების - პეტრე ამირანაშვილის და ნადეჟდა ცომაიას ოჯახში.
1953 წელს მედეამ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია. 1950-იან წლებში იყო კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
მისი კონცერტები იმართებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთსა და კანადაში.
მედეა ამირანაშვილის ვოკალური პარტიებიდან განსაკუთრებით ცნობილია შემდეგი პერსონაჟების პარტიები: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის „დაისი" და „აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის „მინდია"), ლელა (ლაღიძის „ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის „ალეკო"), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი" და „ბოჰემა"), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური" და „ტრავიატა"), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი") და სხვა.
გლინკას სახელობის ვოკალისტთა საკავშირო კონკურსის (მე-2 პრემია, 1960) და მადამ ბატერფლაის პარტიის საუკეთესო შესრულების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მე-3 პრემია, 1970, ოსაკა).
1972 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში (1982 წლიდან - პროფესორი).