ლეგერონი: ქვევრის ღვინო საქართველოს ფარგლებს გარეთ სულ უფრო პოპულარული ხდება

© photo: Sputnik / Stringerღვინის ფესტივალი
ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
გამოფენაზე ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, ტრადიციულად, დიდი იყო
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. გერმანიაში გამართულ ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა RAW WINE Berlin 2023 -ზე ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი იყო წარდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
RAW Wine ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

„შესანიშნავია, რომ ქვევრის ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ადამიანები ეცნობიან ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს, რომელსაც თქვენ 8 ათასი წელია იყენებთ საქართველოში. აღსანიშნავია ის წარმატება, რასაც ევროპაში მიაღწიეთ პატარა ქვეყანამ, მეღვინეობის ასეთი დიდი რეპუტაციით“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.

საააგენტოს ცნობით, RAW Wine Berlin-ზე ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.
მიმდინარე წელს ბერლინის გამოფენაზე20 ქვეყნის 150 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნებიRAW Wine-ის გამოფენებში ნიუ-იორკში, კოპენჰაგენსა და ლოს-ანჯელესში მონაწილეობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0