მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისრაელი ღაზის გვირაბების დატბორვას გეგმავს - ტუმბოების აწყობა დასრულებულია

© AFP 2024 / Mahmud Hams
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ისრაელმა დიდი ტუმბოების სისტემა ააწყო, რომლის გამოყენებაც ღაზის სექტორში ჰამასის გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დასატბორად შეუძლია, იუწყება Wall Street Journal მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, ამ ტაქტიკით ბოევიკების მიწისქვეშა საფარიდან გამოდევნაა შესაძლებელი, თუმცა ამავდროულად ის საფრთხეს შეუქმნის ანკლავის სასმელი წყლით მომარაგებას.
„გასული თვის შუა რიცხვებში ისრაელის თავდაცვის არმიამ დაასრულა დიდი ტუმბოების სისტემის მონტაჟი ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით. თითოეული მათგანი მინიმუმ ხუთი ტუმბოსგან შედგება და ხმელთაშუა ზღვიდან საათში რამდენიმე ათასი კუბომეტრი წყლის ამოტუმბვა და გვირაბებში გადაქაჩვა შეუძლია, რომელთაც რამდენიმე კვირაში დატბორავს“, — განუცხადეს გამოცემას წყაროებმა.
მათი განმარტებით, ტუმბოების მუშაობის სიჩქარე ისეთია, რომ გვირაბებიდან მძევლების გამოყვანა და მათი გადარჩენა შესაძლებელია — თუკი ჰამასი მათ სწორედ იქ მალავს.
თუმცა, როგორც წყაროები ამბობენ, ისრაელის ხელისუფლებას ტუმბოების გამოყენებაზე ჯერ არც ნებართვა გაუცია და არც უარი უთქვამს. საქმე ისაა, რომ უცნობია, რამდენად ფართოა ჰამასის მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რა არის გვირაბებში და როგორ იმოქმედებს ზღვის წყალი ღაზის სექტორის ნიადაგზე ან გრუნტის წყლებზე. მით უმეტეს, რომ ანკლავის მოსახლეობას სასმელი წყალი ისედაც შეზღუდულად მიეწოდება.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მოქმედების ეს გეგმა აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა უკვე განიხილეს. ეს ვარიანტი ჰამასის გვირაბების ქსელის მწყობრიდან სწრაფად გამოყვანის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად მიიჩნევა, რომლის სიგრძეც შესაძლოა თითქმის 500 კილომეტრს აღწევდეს.
წყარო: Wall Street Journal
ყველა ახალი ამბავი
0