https://sputnik-georgia.com/20231204/zveli-piradobis-mowmobebi-uqmdeba-284687836.html
ძველი პირადობის მოწმებები უქმდება - კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება
ძველი პირადობის მოწმებები უქმდება - კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება
Sputnik საქართველო
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T13:49+0400
2023-12-04T13:49+0400
2023-12-04T13:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459279_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_0a4361566b6618d85976b331bb3e07a2.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული - შესაბამის კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებს ახალ დოკუმენტზე იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები ექნებათ.კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა". პროექტის მიზანია - საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით - შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად მზადაა - დარჩიაშვილი>>>ამასთან, დეპუტატები განიხილავენ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება. „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების ინიციატორი პარტია „ევროპული სოციალისტების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯიაა.მისი თქმით, პროცესი ისე უნდა განვითარდეს, რომ ყველა ძველი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მათ შორის ლამინირებული, უნდა გაუქმდეს.ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ID ბარათის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. ასევე, დამატებითი დოკუმენტების გარეშე შესაძლებელია თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში გამგზავრება.ამასთან, ID ბარათებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩიპები ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ. ისინი უარს აცხადებენ ამ მოწმობების აღებაზე და გარკვეულ იზოლაციაში რჩებიან - ვერ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას, არ შეუძლიათ სწავლა, მუშაობა, ურთიერთობა ბანკთან და ა.შ.არჩევნები საქართველოშისაქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459279_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_c25575825a2a7dc81ddd0353a8639e07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
ძველი პირადობის მოწმებები უქმდება - კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა.
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული - შესაბამის კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებს ახალ დოკუმენტზე იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები ექნებათ.
კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა". პროექტის მიზანია - საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით - შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.
ამასთან, დეპუტატები განიხილავენ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება. „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების ინიციატორი პარტია „ევროპული სოციალისტების" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯიაა.
„უბრალოდ არაკონსტიტუციური იქნება, თუ ჩვენ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას გარკვეული რელიგიური თუ სხვა პრინციპული მოსაზრებების გამო არ მივცემთ, რადგან მათ არ სურთ თანამედროვე ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, პროცესი ისე უნდა განვითარდეს, რომ ყველა ძველი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მათ შორის ლამინირებული, უნდა გაუქმდეს.
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ID ბარათის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. ასევე, დამატებითი დოკუმენტების გარეშე შესაძლებელია თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში გამგზავრება.
ამასთან, ID ბარათებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩიპები ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ. ისინი უარს აცხადებენ ამ მოწმობების აღებაზე და გარკვეულ იზოლაციაში რჩებიან - ვერ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას, არ შეუძლიათ სწავლა, მუშაობა, ურთიერთობა ბანკთან და ა.შ.
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.