https://sputnik-georgia.com/20231204/gavidet-qalaqsi-da-gavarkviot-ras-fiqrobs-xalxi-cvenze-284702165.html
„გავიდეთ ქალაქში და გავარკვიოთ რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე“: გიორგი ვაშაძემ კალაძეს მიმართა
„გავიდეთ ქალაქში და გავარკვიოთ რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე“: გიორგი ვაშაძემ კალაძეს მიმართა
Sputnik საქართველო
გიორგი ვაშაძემ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა გააკრიტიკა, რასაც მერის მხრიდან მკვეთრი განცხადება მოყვა 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T22:00+0400
2023-12-04T22:00+0400
2023-12-04T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
ქართული ოპოზიცია
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267400032_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2aac2272012af86d2055cb42ac9b35ee.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს შესთავაზა ქალაქში გასვლა, რათა გაირკვეს - რას ფიქრობს ხალხი მათ შესახებ.ვაშაძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერია არ ითვალისწინებს ფრანგული კომპანია Systra-ს რეკომენდაციებს დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის თაობაზე და ამის გამო ქალაქში ნამდვილი სატრანსპორტო კოლაფსია. კალაძემ ოპოზიციონერს უწოდა დეგრადირებული პოლიტიკოსი და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში დაადანაშაულა.რაც შეეხება კალაძის სიტყვებს ოპოზიციონერის დეგრადაციის შესახებ, ვაშაძის თქმით, „უზრდელობა უვიცების მახასიათებელია“ და ის კალაძეს უვიცობაში ვერ შეეჯიბრება.დეგრადირებული პოლიტიკოსის პოპულისტური განცხადება - კალაძე ვაშაძის ბრალდებებს გამოეხმაურა >>ვაშაძის თქმით, ავტობუსების ზოლის პროექტირებამდე მერიამ, კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, ორი სამანქანო ზოლი უნდა უზრუნველყოს, როგორც ეს კომპანია Systra-ს რეკომენდაციებში წერია.„აქ ძალიან კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს და ე.წ. ბასლაინი. რომელი ქუჩა შეესაბამება ამ ვერსიას?“ - განაცხადა ვაშაძემ.ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თბილისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო და სამშენებლო სექტორის კოლაფსი კორუფციით არის გამოწვეული.გარდა ამისა, ვაშაძემ მიიწვია კალაძე სატელევიზიო დებატებში ნებისმიერ დროს და მისთვის სასურველ ტელეარხზე.გარდა ამისა, ვაშაძემ მიიწვია კალაძე სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ტელეარხზე, რომელიც მას შეეფერება.ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა კომპანია Sуstra, სადაც აღნიშნეს, რომ თბილისის მერია ზედმიწევნით და სკურპულოზურად მიყვება Systra Group-ის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ ათი ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს.კომპანიამ ასევე თხოვნით მიმართა პოლიტიკოსებს, არ გამოიყენონ Systra-ს მიერ მომზადებული პროფესიული რეკომენდაციები პოლიტიკური მიზნებისთვის, განსაკუთრებით მათი არასწორი ინტერპრეტაციისთვის, რადგანაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267400032_117:0:1253:852_1920x0_80_0_0_7f1737880056de645ddd275781bae303.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოპოზიცია, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოპოზიცია, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, თბილისის მერია, თბილისი დღეს
„გავიდეთ ქალაქში და გავარკვიოთ რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე“: გიორგი ვაშაძემ კალაძეს მიმართა
22:00 04.12.2023 (განახლებულია: 22:01 04.12.2023) გიორგი ვაშაძემ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა გააკრიტიკა, რასაც მერის მხრიდან მკვეთრი განცხადება მოყვა
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს შესთავაზა ქალაქში გასვლა, რათა გაირკვეს - რას ფიქრობს ხალხი მათ შესახებ.
ვაშაძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერია არ ითვალისწინებს ფრანგული კომპანია Systra-ს რეკომენდაციებს დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის თაობაზე და ამის გამო ქალაქში ნამდვილი სატრანსპორტო კოლაფსია. კალაძემ ოპოზიციონერს უწოდა დეგრადირებული პოლიტიკოსი და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში დაადანაშაულა.
„გთავაზობ, კახი - რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე რომ გავარკვიოთ, როცა შენ გინდა, დღეს ან ხვალ, 18:00 საათზე გავიდეთ ქალაქში, დავდგეთ იმ ადგილზე, სადაც შენ შექმენი მართლაც სატრანსპორტო კოლაფსი. თუ გინდა ჩავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ გინდა გავესაუბროთ ხალხს და გავარკვიოთ, რას ფიქრობენ თბილისში მაცხოვრებლები შენზე და ჩემზე“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება კალაძის სიტყვებს ოპოზიციონერის დეგრადაციის შესახებ, ვაშაძის თქმით, „უზრდელობა უვიცების მახასიათებელია“ და ის კალაძეს უვიცობაში ვერ შეეჯიბრება.
ვაშაძის თქმით, ავტობუსების ზოლის პროექტირებამდე მერიამ, კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, ორი სამანქანო ზოლი უნდა უზრუნველყოს, როგორც ეს კომპანია Systra-ს რეკომენდაციებში წერია.
„აქ ძალიან კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს და ე.წ. ბასლაინი. რომელი ქუჩა შეესაბამება ამ ვერსიას?“ - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თბილისში საზოგადოებრივი სატრანსპორტო და სამშენებლო სექტორის კოლაფსი კორუფციით არის გამოწვეული.
გარდა ამისა, ვაშაძემ მიიწვია კალაძე სატელევიზიო დებატებში ნებისმიერ დროს და მისთვის სასურველ ტელეარხზე.
„დავსხდეთ და ხალხის თვალწინ გავარჩიოთ ყველა რეკომენდაცია, როგორ უნდა იმართებოდეს სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში“, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძემ მიიწვია კალაძე სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ტელეარხზე, რომელიც მას შეეფერება.
ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა კომპანია Sуstra, სადაც აღნიშნეს, რომ თბილისის მერია ზედმიწევნით და სკურპულოზურად მიყვება Systra Group-ის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ ათი ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს.
კომპანიამ ასევე თხოვნით მიმართა პოლიტიკოსებს, არ გამოიყენონ Systra-ს მიერ მომზადებული პროფესიული რეკომენდაციები პოლიტიკური მიზნებისთვის, განსაკუთრებით მათი არასწორი ინტერპრეტაციისთვის, რადგანაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას.