https://sputnik-georgia.com/20231203/tbilissi-ori-adamiani-dawres-ert-erti-policielia-284679769.html
თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთი პოლიციელია
თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთი პოლიციელია
Sputnik საქართველო
თავდამსხმელი დაკავებულია, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება 03.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-03T21:49+0400
2023-12-03T21:49+0400
2023-12-03T22:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613717_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6690ee0b005bf6a22a581f5b10ae5127.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 40 წლამდე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.ერთ-ერთი დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ მურადაშვილის განცხადებით, დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება დაჭრილ მოქალაქეს, ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და ასევე უტარდება ოპერაცია.განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613717_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_7da57ef5e1475fa196c19a45da3c9b92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთი პოლიციელია
21:49 03.12.2023 (განახლებულია: 22:15 03.12.2023) თავდამსხმელი დაკავებულია, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 40 წლამდე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ერთ-ერთი დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ მურადაშვილის განცხადებით, დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება დაჭრილ მოქალაქეს, ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და ასევე უტარდება ოპერაცია.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.