https://sputnik-georgia.com/20231203/ragbi-savi-lomi-zedized-mesamed-evropis-supertasis-finalsi-gavida-284678963.html
რაგბი: „შავი ლომი“ ზედიზედ მესამედ ევროპის სუპერთასის ფინალში გავიდა
რაგბი: „შავი ლომი“ ზედიზედ მესამედ ევროპის სუპერთასის ფინალში გავიდა
Sputnik საქართველო
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. 03.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-03T18:26+0400
2023-12-03T18:26+0400
2023-12-03T18:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/12/262957576_0:8:2048:1160_1920x0_80_0_0_40cd8b31d01595e7fb06b99af038479e.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში „შავმა ლომმა“ ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა, 41:0 დაამარცხა - ქართული ფრენჩაიზი ზედიზედ მესამედ ტურნირის ფინალში ითამაშებს.ფინალში „შავი ლომის“ მეტოქე „თელ-ავივ ჰითი“ გახდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში რუმინულ „ვულვზს“ ანგარიშით 31:6 სძლია.მანამდე კი, 9 დეკემბერს, 17:00 საათზე „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში სადებიუტო მატჩს გამართავს თბილისში, ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ. ამის გამო ევროპის სუპერთასის ფინალის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.Rugby Europe: „შავმა ლომმა“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება მოიპოვა >>მიმდინარე წლის ევროპის სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. ფინალში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ანგარიშით 17:14 მოუგეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/12/262957576_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_1f51279037a5a9a44314ae7f71154402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რაგბი: „შავი ლომი“ ზედიზედ მესამედ ევროპის სუპერთასის ფინალში გავიდა
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში „შავმა ლომმა“ ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა, 41:0 დაამარცხა - ქართული ფრენჩაიზი ზედიზედ მესამედ ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ფინალში „შავი ლომის“ მეტოქე „თელ-ავივ ჰითი“ გახდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში რუმინულ „ვულვზს“ ანგარიშით 31:6 სძლია.
მანამდე კი, 9 დეკემბერს, 17:00 საათზე „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში სადებიუტო მატჩს გამართავს თბილისში, ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ. ამის გამო ევროპის სუპერთასის ფინალის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.
მიმდინარე წლის ევროპის სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.
ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.
გასულ სეზონში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა. ფინალში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ანგარიშით 17:14 მოუგეს.