ქართველმა მძღოლებმა ახალი რეკორდი მოხსნეს - ჯარიმების რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისში
საცობი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2023
გამოწერა
ქვეყანაში საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების როადენობამ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 3,6 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის, დარღვევის სახეობიდან გამომდინარე, 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ.
ყველაზე გავრცელებული დარღვევები საქართველოს გზებზე:
1.
სიჩქარის გადაჭარბება – ყველაზე გავრცელებული დარღვევაა საქართველოს გზებზე. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 1.004.454 ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა 50 ლარია.
2.
პარკირების წესების იგნორირება – მეორე ადგილზეა პარკირების წესების დარღვევა, ასევე იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია", „პარკირება აკრძალულია". 2023 წლის პირველ ნახევარში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 719.168 ჯარიმა. ჯარიმის ოდენობაა 10 ლარი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარი.
3.
ავტომობილის დაუდევარი მართვა – მძღოლები უყურადღებოდ ტოვებენ საგზაო ნიშნებს. აქვეა ბუქსირება, ციმციმების, სიგნალის გამოყენება, გადაადგილების წესების დარღვევა სწავლისა და დასახლებულ ზონაში და სხვ. სულ ასეთი 485.080 დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმის ოდენობაა 20 ლარი.
4.
ტექდათვალიერების არქონა – მეოთხე ადგილზეა. „ავტომანქანის სხვისთვის გადაცემა“ ან „ისეთი საავტომობილო საშუალების მართვა, რომელსაც აუცილებელი ტექდათვალიერება არ გაუვლია“ – საქართველოში ამ დარღვევებისთვის ექვს თვეში გამოიწერა 400.648 ჯარიმა. ჯარიმის ოდენობაა 50 ლარი.
5.
საუბარი საჭესთან – მეხუთე ადგილზეა ტელეფონზე საუბარი საჭესთან. ქვეყანაში სულ 111.829 ასეთი ჯარიმა დაფიქსირდა. ჯარიმა 30 ლარია.
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში 2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში 134,7 მლნ ლარის ოდენობის 2,5 მლნ ვიდეოჯარიმა გამოიწერა. აქედან მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 72,6 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
ამავდროულად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 310.038 მძღოლმა დაკარგა. ქულები სრულად ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 110 მძღოლს.
ყველა ახალი ამბავი
0