როგორ ებრძვის საქართველო კლიმატის ცვლილებებს - პრემიერის გამოსვლა დუბაიში

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის კონფერენციაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის კონფერენციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2023
გამოწერა
საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის, მაგრამ ხელისუფლება მისი წილის შემდგომ გაზრდაზე მუშაობს, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველო სერიოზულად ეკიდება კლიმატის ცვლილების საკითხებს და მუშაობს ამ მიმართულებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენცია დუბაიში 30 ნოემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებს 70 ათასი დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. სამიტი 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანა მხარს უჭერს ინიციატივას, რათა ევროპა გახდეს პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით.
„გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების უზრუნველსაყოფად, ხოლო „ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი" 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ. საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისხმევაში წვლილის შესატანად 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა. ასევე, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის, თუმცა, მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ.
„მტკიცედ ვუჭერ მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება. მიმაჩნია, რომ ოფიციალურმა მოლაპარაკებამ შედეგად უნდა მოიტანოს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგორესურსების გასამმაგებისა და ენერგოეფექტიანობის გაორმაგების ვალდებულება, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების უწყვეტ პროცესთან ერთად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
100 მლრდ დოლარი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის - ADB-ს პრეზიდენტმა გეგმებზე ისაუბრა >>
პრემიერს იმედი აქვს, რომ კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ მოემზადონ უნიკალური მომენტისთვის და შეასრულებენ დანაპირებს - უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შეუქმნან მომდევნო თაობებს.
კლიმატის სამიტის მონაწილეთა მთავარი ამოცანაა - პროგრესის ანალიზი პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად. დოკუმენტი მიღებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 21-ე კონფერენციის შედეგების მიხედვით. მაშინ კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 2100 წლისთვის პლანეტაზე გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდა არ უნდა აღემატებოდეს ორ გრადუს ცელსიუსს.
სამიტის მთავარი საკითხები ასევე იქნება გაზრდილი დახმარება ღარიბი ქვეყნებისთვის, სახელმწიფოების ადაპტაცია ცხელ კლიმატთან და ენერგეტიკული სისტემების შემდგომი დეკარბონიზაცია. მხარეები ასევე გეგმავენ 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნას, საიდანაც განვითარებადი ქვეყნები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზიანისთვის კომპენსაციას მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0