https://sputnik-georgia.com/20231201/sidstan-brzolis-saertasoriso-dre-ra-mdgomareobaa-saqartvelosi-284645727.html
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - რა მდგომარეობაა საქართველოში
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - რა მდგომარეობაა საქართველოში
Sputnik საქართველო
საქართველოში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა. 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T16:32+0400
2023-12-01T16:32+0400
2023-12-01T16:32+0400
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263915507_0:400:1303:1132_1920x0_80_0_0_c047852ccd8768f0eff830425769416b.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის 11 თვეში აივ-ინფიცირების დაახლოებით 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრეს-სამსახური. ბოლო მონაცმებით, ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია 10.338 შემთხვევა, აქედან 7.736 მამაკაცია და 2.602 - ქალი. ინფიცირებულთა დიდი ნაწილის ასაკია 29-40 წელი. ანტივირუსულ მკურნალობას გადის 6.362 ადამიანი. შიდსი განუვითარდა 4.985 პაციენტს. 2.185 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულების დიდ ნაწილს (51,7%) დაავადება გადაედო ჰეტეროსექსუალური კონტაქტის დროს, შემდეგ მოდიან ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები (32,1%). ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში (3.889), მერე - შემდეგი რეგიონები: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება. აივ-ინფექცია/შიდსი სასიკვდილო განაჩენი არაა – ყველაფერი, რაც ამ ვირუსზე უნდა ვიცოდეთ>>შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია. აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263915507_0:240:1303:1217_1920x0_80_0_0_a37a2b58974694258a01c29973a1ae55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - რა მდგომარეობაა საქართველოში
საქართველოში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის 11 თვეში აივ-ინფიცირების დაახლოებით 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრეს-სამსახური.
ბოლო მონაცმებით, ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია 10.338 შემთხვევა, აქედან 7.736 მამაკაცია და 2.602 - ქალი. ინფიცირებულთა დიდი ნაწილის ასაკია 29-40 წელი.
ანტივირუსულ მკურნალობას გადის 6.362 ადამიანი. შიდსი განუვითარდა 4.985 პაციენტს. 2.185 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულების დიდ ნაწილს (51,7%) დაავადება გადაედო ჰეტეროსექსუალური კონტაქტის დროს, შემდეგ მოდიან ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები (32,1%).
ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში (3.889), მერე - შემდეგი რეგიონები:
სამეგრელო-ზემო სვანეთი (1.315)
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.