საქართველოს ფეხბურთის ნაკრების პოზიცია ფიფას რეიტინგში გაუარესდა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
რეიტინგში საქართველოს ნაკრები ჰონდურასისა და სალვადორის გუნდებს შორის განთავსდა.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა და 77-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების აქტივში 1.312,45 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის ჰონდურასსა (1.313,8) და სალვადორს (1.306,14) შორის განთავსდა.
ოქტომბერში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში. აქედან ერთი მატჩი - შოტლანდიასთან თამაში 2:2 დაამთავრა, ხოლო ესპანეთთან 1:3 წააგო.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის С დივიზიონის პლეი-ოფის ყველაზე ძვირადღირებული გუნდია>>
ფიფას რეიტინგის (მამაკაცთა შორის) ლიდერთა შორისაა არგენტინის, საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები.
ყველა ახალი ამბავი
0