საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის С დივიზიონის პლეი-ოფის ყველაზე ძვირადღირებული გუნდია

© courtesy of Georgian Football Federation საქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
ნახევარფინალში გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულებაა 155,7 მილიონი ევრო.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ყველაზე ძვირადღირებული გუნდია, რომელიც ევრო-2024-ზე მოსახვედრად იბრძვის ერთა ლიგის С დივიზიონის ნახევარფინალის მეშვეობით, იუწყება გერმანული Transfermarkt.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ ოქტომბერში 154 მილიონ ევროს მიაღწია და ეს ერთგვარი რეკორდია. Transfermarkt-მა მოთამაშეებისა და გუნდების შეფასება 2000 წელს დაიწყო. აქამდე გრაფაში "საქართველოს ნაკრები" თანხა საშუალოდ 30-დან 55 მლნ ევრომდე მერყეობდა.
ნახევარფინალში გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საერთო ღირებულება 155,7 მლნ ევროს შეადგენს. მეორე ადგილზეა საბერძნეთი - 148,5 მლნ ევრო. მესამე ადგილზე გავიდა ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი - 30,9 მლნ ევრო, ხოლო მეოთხეზეა ყაზახეთი - 21,48 მლნ.
საქართველოს ნაკრები - 155,7 მლნ ევრო
საბერძნეთის ნაკრები - 148,5 მლნ ევრო
ლუქსემბურგი - 30,9 მლნ ევრო
ყაზახეთის ნაკრები - 21,48 მლნ ევრო
საქართველოს ნაკრები 2024 წლის 21 მარტს პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ხოლო საბერძნეთი ყაზახეთს შეხვდება. ფინალი 26 მარტს საქართველოში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0