სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი წესები - რა შემთხვევაში შენარჩუნდება გადავადება

© photo: Sputnik / David Khizanishvili / გადასვლა მედიაბანკშიქართული ჯარი
ქართული ჯარი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
უმაღლესში სწავლა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გადავადების საფუძველს კვლავაც წარმოადგენს, სტუდენტები ჯარში საკუთარი სურვილით იმსახურებენ
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლების დისტანციური ფორმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველს აღარ წარმოადგენს, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
სიახლის თანახმად, უმაღლესში სწავლა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გადავადების საფუძველს კვლავაც წარმოადგენს. გადავადება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსაც შეეხებათ.
იმ სტუდენტებს კი, რომლებმაც სწავლების დისტანციური ფორმა აირჩიეს, სავალდებულო სამსახურში გაწვევა შეეხებათ. მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს:
1.
რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა;
2.
სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე);
3.
სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ კოდექსს: როდის ამოქმედდება სიახლეები >>
გარდა ამისა, წვევამდელებს ჯარში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ექნებათ - შეტყობინებიდან 15 დღის ვადაში.
ყველა ახალი ამბავი
0