რა უწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას - მინისტრის მოადგილის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerმშრალი ხიდი თბილისში
მშრალი ხიდი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონში, ისე ევროპულ ქვეყნებს შორის, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო აქტივობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ასევე საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
არსებული სტატისტიკით, 2023 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,2% შეადგინა, ხოლო 10 თვის, ანუ იანვარი-ოქტომბრის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 6,9%-ით განისაზღვრა.
„აღნიშნული მაჩვენებლები განპირობებულია, ერთი მხრივ, იმ ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, რაც ქვეყანას აქვს, ასევე იმ მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატით, რაც ქვეყანაში არის და რაც მთავარია, სტაბილურობის შეგრძნებით და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სანდოობით, რომელიც ინვესტორებს გააჩნიათ“, - განაცხადა ცინცაძემ.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 505,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 29,9%-ით მეტია. ჯამურად, პირველ ექვს თვეში, იანვარ-ივნისში 1 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,2%-ით გაიზარდა და 17,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონში, ისე ევროპულ ქვეყნებს შორის.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო >>
„ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის დაჩქარებული და ათი თვის მაჩვენებლებით საქართველოს, როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს“, - აღნიშნა ცინცაძემ.
გარდა ამისა, ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციები უახლოეს თვეებშიც შენარჩუნდება. მისი თქმით, ეს აისახება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზეც.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.
ყველა ახალი ამბავი
0