საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
ექსპორტმა 5,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 12,5%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ოქტომბერში, გასულიწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,2%-ით გაიზარდა და 17,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 12,7 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ოქტომბერთან შედარებით 18%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი-ოქტომბერში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 5 102,3 | 12,5 |
იმპორტი | 12 683,1 | 17,8 |
სულ | 17 785,4 | 16,2 |
ექსპორტმა შეადგინა 5,1 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,5%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ათი თვის მაჩვენებელთან შედარებით 21,7%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტის სასუქები, წამლები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2023 წლის იანვარი-ოქტომბერში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
მსუბუქი ავტომობილები | 1 762,0 | 165,7 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 450,9 | -46,4 |
ღვინო | 217,3 | 8,2 |
სპირტიანი სასმელები | 153,7 | 38,1 |
ფეროშენადნობები | 143,3 | -68,0 |
2023 წლის იანვარი–ოქტომბერში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 165,7%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი (შაქრიანი დანამატებით) – 40,7%-ით, სპირტიანი სასმელების – 38,1%-ით.
ამავე დროს წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – 68%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 46,4%-ით, აზოტის სასუქის – 38,4%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთი 2023 წლის იანვარი-ოქტომბერში
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
მსუბუქი ავტომობილები | 2 589,8 | 98,3 |
ნავთობპროდუქტები | 928,6 | -18,2 |
წამლები | 445,2 | 35,1 |
გაზი | 352,3 | 11,1 |
სატელეფონო აპარატები | 297,8 | 31,0 |
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ავტომობილების, ტრაქტორების იმპორტი – 72,4%-ით, სატვირთო ავტომობილების – 63,3%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 64,8%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 18,2%-ით. ასევე გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების – 9,5%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთი 2023 წლის იანვარი-ოქტომბერში
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
თურქეთი | 2 462,8 | 7,1 |
რუსეთი | 2 040,2 | 5,3 |
აშშ | 1 665,6 | 58,7 |
ჩინეთი | 1 406,2 | -8,0 |
აზერბაიჯანი | 1 230,5 | 16,2 |
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და იაპონია.