https://sputnik-georgia.com/20231201/ra-darrvevebi-armoacina-tambaqos-kontrolis-aliansma-284629823.html
რა დარღვევები აღმოაჩინა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა
რა დარღვევები აღმოაჩინა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა
Sputnik საქართველო
„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა" თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა. 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T11:22+0400
2023-12-01T11:22+0400
2023-12-01T11:22+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24727/34/247273430_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_e52b11124bbd5698f89bdde9d46ad878.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა" თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგი ჩაატარა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში და მორიგი დარღვევები გამოავლინა, იუწყება „პირველი არხი". არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის ერთ-ერთი ინიციატორია და მის აღსრულებას თვალს ადევნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ" კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში კვლავ გამოვლინდა დარღვევები როგორც თამბაქოს მოხმარების, ისე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის სფეროში. „თამბაქოს კონტროლის ალიანსში" აცხადებენ, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილი თამბაქოს მოიხმარს მიწისქვეშა გადასასვლელებში, რაც დახურული სივრცის კატეგორიას მიეკუთვნება და სადაც თავშეყრის სხვა დახურულ ადგილების მსგავსად, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისა და ჩილიმის მოწევა აკრძალულია. მათი ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა თბილისში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე არსებულ ოქროს ბირჟის დახურულ სივრცეში, სადაც გამყიდველები და რეალიზატორები ეწეოდნენ სიგარეტს, რაზეც საპატრულო პოლიციამ რეაგირება მოახდინა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ კაფე-რესტორნების ერთმა ნაწილმა, ზამთრის სეზონის გამო, გარკვეულ ხრიკებს მიმართა. კერძოდ, მათ იმ ტერიტორიებს, რომელიც ე.წ. ღია სივრცეებად აქვთ გამოყოფილი, კონსტრუქციული, ასახდელი სახურავები გაუკეთეს, რომელიც მთლიანად იხსნება და დაწესებულებას უფლებას აძლევს, აღნიშნულ სივრცეში კედლების არსებობის შემთხვევაში მოწევა დაუშვას. არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ დარღვევები ფიქსირდება სავაჭრო ობიექტებშიც, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათი ნაწილი კვლავ ხილულად ყიდის თამბაქოს ნაწარმს. ძირითადად, ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს, რომლებიც ხშირად განთავსებულია ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე ან სტენდზე, ძირითადად, სალაროსთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს რეაგირებისთვის. რეკლამების კუთხით დარღვევებიც თამბაქოს ახალ პროდუქტებს უკავშირდება. „მოწევის რეგულაციის ან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციის დარღვევის ფაქტებზე თვალს ნუ დახუჭავთ, დარეკეთ 112-ზე ან გაგზავნეთ შეტყობინება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით", – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში". პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო>>„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ" კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა. მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს. თამბაქოს მოხმარება აკრძალულია კერძო ავტომობილშიც, თუ იქ არასრულწლოვანი იმყოფება, ასევე ტაქსიში, საბაგირო გზების გონდოლებსა და კატარღებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24727/34/247273430_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_91c7e9d8f1e9c399bb367ef5341c7357.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რა დარღვევები აღმოაჩინა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა
„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა" თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა" თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგი ჩაატარა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში და მორიგი დარღვევები გამოავლინა, იუწყება „პირველი არხი".
არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის ერთ-ერთი ინიციატორია და მის აღსრულებას თვალს ადევნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ" კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში კვლავ გამოვლინდა დარღვევები როგორც თამბაქოს მოხმარების, ისე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის სფეროში.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსში" აცხადებენ, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილი თამბაქოს მოიხმარს მიწისქვეშა გადასასვლელებში, რაც დახურული სივრცის კატეგორიას მიეკუთვნება და სადაც თავშეყრის სხვა დახურულ ადგილების მსგავსად, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისა და ჩილიმის მოწევა აკრძალულია.
მათი ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა თბილისში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე არსებულ ოქროს ბირჟის დახურულ სივრცეში, სადაც გამყიდველები და რეალიზატორები ეწეოდნენ სიგარეტს, რაზეც საპატრულო პოლიციამ რეაგირება მოახდინა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ კაფე-რესტორნების ერთმა ნაწილმა, ზამთრის სეზონის გამო, გარკვეულ ხრიკებს მიმართა. კერძოდ, მათ იმ ტერიტორიებს, რომელიც ე.წ. ღია სივრცეებად აქვთ გამოყოფილი, კონსტრუქციული, ასახდელი სახურავები გაუკეთეს, რომელიც მთლიანად იხსნება და დაწესებულებას უფლებას აძლევს, აღნიშნულ სივრცეში კედლების არსებობის შემთხვევაში მოწევა დაუშვას.
„თუმცა, აღნიშნული კონსტრუქცია დანიშნულებისამებრ მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მოწევის ფაქტზე ვინმე შენიშვნას დააფიქსირებს ან საპატრულო პოლიციას გამოიძახებს. სამასპინძლო დაწესებულების წარმომადგენელი ერთგვარ მინისპექტაკლს დგამს, სახურავი იხსნება და პოლიციის თვალწინ ხსნის. თუ ევროპული წესრიგისკენ მივისწრაფვით, კანონთან ასეთი თვალთმაქცობა უხერხულია", - აღნიშნეს „ალიანსში".
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ დარღვევები ფიქსირდება სავაჭრო ობიექტებშიც, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათი ნაწილი კვლავ ხილულად ყიდის თამბაქოს ნაწარმს. ძირითადად, ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს, რომლებიც ხშირად განთავსებულია ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე ან სტენდზე, ძირითადად, სალაროსთან.
აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს რეაგირებისთვის. რეკლამების კუთხით დარღვევებიც თამბაქოს ახალ პროდუქტებს უკავშირდება.
„მოწევის რეგულაციის ან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციის დარღვევის ფაქტებზე თვალს ნუ დახუჭავთ, დარეკეთ 112-ზე ან გაგზავნეთ შეტყობინება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით", – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში".
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ" კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა.
მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
თამბაქოს მოხმარება აკრძალულია კერძო ავტომობილშიც, თუ იქ არასრულწლოვანი იმყოფება, ასევე ტაქსიში, საბაგირო გზების გონდოლებსა და კატარღებზე.