https://sputnik-georgia.com/20231116/parlamentma-tambaqos-inaagmdeg-cvlilebebi-miigo-284253003.html
პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
Sputnik საქართველო
ახალი ნორმის ამოქმედების შემდეგ ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე. 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T11:28+0400
2023-11-16T11:28+0400
2023-11-16T11:28+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/85/247648586_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_68181340a212801504db74c80c10e177.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც ძველი შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე და არა 2024 წლის 31 ივლისამდე, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი.თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. თუმცა, ძველი შეფუთვით თამბაქოს ნაწარმოს გაყიდვა 2025 წლის 1 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი", რომლის მოსაზრებითაც ანალოგიური რეგულირების შემოღებისთვის საკმარისია ერთი-სამი თვე.ცნობილი სახეები და ექიმები თამბაქოს მოხმარების წესებს არღვევენ - მონიტორინგის შედეგები>>>„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სიგარეტის კოლოფზე, სამედიცინო გაფრთხილების გარდა, სავალდებულოა მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინების განთავსება, რომელმაც უნდა დაიკავოს შეფუთვის 65%.ახალი სტანდარტების თანახმად, ახალი სტანდარტების მიხედვით, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/85/247648586_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_de1658f477f0fa8be0a4708b86aae4bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
ახალი ნორმის ამოქმედების შემდეგ ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც ძველი შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე და არა 2024 წლის 31 ივლისამდე, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი.
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. თუმცა, ძველი შეფუთვით თამბაქოს ნაწარმოს გაყიდვა 2025 წლის 1 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.
პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი", რომლის მოსაზრებითაც ანალოგიური რეგულირების შემოღებისთვის საკმარისია ერთი-სამი თვე.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სიგარეტის კოლოფზე, სამედიცინო გაფრთხილების გარდა, სავალდებულოა მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინების განთავსება, რომელმაც უნდა დაიკავოს შეფუთვის 65%.
ახალი სტანდარტების თანახმად, ახალი სტანდარტების მიხედვით, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.