ქართველი მეზღვაურები თურქეთში მუშაობას შეძლებენ

© Maritime Transport Agency of Georgiaსაქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთაღიარების მემორანდუმს
საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთაღიარების მემორანდუმს - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
შესაბამის დოკუმენტს მხარეებს შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში მოეწერა ხელი.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთაღიარების მემორანდუმს, რომელიც სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატების აღიარებას ითვალისწინებს, იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ორ ქვეყანას შორის დოკუმენტი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით.
ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
ქართველ მეზღვაურებს სამუშაო გაუმარტივდებათ - პრემიერი ახალი ინიციატივის შესახებ>>
მათ შორის, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც მეზღვაურების განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების, ისე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის კუთხით.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლის დანიშვნას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თურქეთის დელეგაციის წევრები საქართველოში მოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0