https://sputnik-georgia.com/20231201/janmo-chinetshi-pnevmoniis-shesaxeb-284654053.html
მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე დგას? ჯანმო ჩინეთში პნევმონიის გავრცელების შესახებ
მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე დგას? ჯანმო ჩინეთში პნევმონიის გავრცელების შესახებ
Sputnik საქართველო
ჩინეთში ზამთარში მიკოპლაზმური პნევმონიის გავრცელება ნორმალურია, ამჟამად, დაავადებას პანდემიის პოტენციალი არ აქვს, განაცხადეს ჯანმოში 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T21:46+0400
2023-12-01T21:46+0400
2023-12-01T21:46+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო
ჩინეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095207_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_5553f18e7476fbb836b7c936c3cff50c.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ამ ეტაპზე ჩინეთში მიკოპლაზმური პნევმონიის გავრცელებას ახალი პანდემიის წინაპირობად არ მიიჩნევს, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა ქვეყანაში რესპირატორული დაავადებების შემთხვევების ზრდის შესახებ განცხადება გაავრცელეს. ჩინეთის ხელისუფლებამ შემთხვევების ზრდა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნით და ცნობილი პათოგენების, მათ შორის გრიპის, მიკოპლაზმური პნევმონიის და COVID-19-ის ცირკულაციით ახსნა.პარასკევს, საფრანგეთის ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორატმა აცნობა სამედიცინო დაწესებულებებს ქვეყანაში მიკოპლაზმური პნევმონიის შემთხვევების „უზვეულო ზრდის" შესახებ, ჩინეთში პნევმონიის გავრცელების შესახებ ცნობების ფონზე.„როსპოტრებნადზორის" პრეს-სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ ჩინეთში, კონკრეტულად კი პეკინსა და ლიაონინის პროვინციაში, ძირითადად ბავშვებში, ფიქსირდება პნევმონიის შემთხვევების ზრდა. პნევმონიის მთავარი მიზეზი არის მიკოპლაზმა, რომლითაც ავადობის ზრდა ადრეც დაფიქსირდა, განმარტეს უწყებაში.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095207_295:0:3026:2048_1920x0_80_0_0_13db50dd868c1615710e91498e297adf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ჯანმო , ჩინეთი, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, ჯანმო , ჩინეთი, ახალი ამბები
მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე დგას? ჯანმო ჩინეთში პნევმონიის გავრცელების შესახებ
ჩინეთში ზამთარში მიკოპლაზმური პნევმონიის გავრცელება ნორმალურია, ამჟამად, დაავადებას პანდემიის პოტენციალი არ აქვს, განაცხადეს ჯანმოში
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ამ ეტაპზე ჩინეთში მიკოპლაზმური პნევმონიის გავრცელებას ახალი პანდემიის წინაპირობად არ მიიჩნევს, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა ქვეყანაში რესპირატორული დაავადებების შემთხვევების ზრდის შესახებ განცხადება გაავრცელეს. ჩინეთის ხელისუფლებამ შემთხვევების ზრდა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნით და ცნობილი პათოგენების, მათ შორის გრიპის, მიკოპლაზმური პნევმონიის და COVID-19-ის ცირკულაციით ახსნა.
„ვაკვირდებით სიტუაციას. მიკოპლაზმური პნევმონია არის ის, რასაც ჩვეულებრივ ზამთარში ვხვდებით, მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და მკაფიოდ არის გამოვლენილი ბევრ ქვეყანაში. და ისევ, ვაკვირდებით სიტუაციას და ვაძლევთ რჩევებს მკურნალობასა და სხვა საკითხებზე. ამჟამად ჩვენ არ განვიხილავთ მათ, როგორც პანდემიის პოტენციალის მქონეს”, – ჰარისის სიტყვებს ციტირებს
РИА Новости.
პარასკევს, საფრანგეთის ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორატმა აცნობა სამედიცინო დაწესებულებებს ქვეყანაში მიკოპლაზმური პნევმონიის შემთხვევების „უზვეულო ზრდის" შესახებ, ჩინეთში პნევმონიის გავრცელების შესახებ ცნობების ფონზე.
„როსპოტრებნადზორის" პრეს-სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ ჩინეთში, კონკრეტულად კი პეკინსა და ლიაონინის პროვინციაში, ძირითადად ბავშვებში, ფიქსირდება პნევმონიის შემთხვევების ზრდა. პნევმონიის მთავარი მიზეზი არის მიკოპლაზმა, რომლითაც ავადობის ზრდა ადრეც დაფიქსირდა, განმარტეს უწყებაში.