ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები განაახლა

© AP Photo / Israel Defense Forcesისრაელის ჯარი ღაზის სექტორში
ისრაელის ჯარი ღაზის სექტორში - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
ბოლო კვირის განმავლობაში კონფლიქტის მხარეები დაზავებული იყვნენ.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები განაახლა, რადგანაც ჰამასმა დაარღვია პაუზა საბრძოლო ქმედებებში და ისრაელის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნა.
მანამდე კონფლიქტის მხარეები, კატარის შუამდგომლობით, 24 ნოემბრიდან ოთხდღიან ზავზე შეთანხმდნენ. მის ფარგლებში ისრაელსა და პალესტინას უნდა გაეცვალათ ტყვეები და პატიმრები. 27 ნოემბერს ცნობილი გახდა ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელებაზე. 30 ნოემბერს ისრაელმა და ჰამასმა ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელების შესახებ განაცხადეს.
„ჰამასმა დაარღვია ოპერატიული პაუზა და, გარდა ამისა, ისრაელის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნა. ცაჰალმა განაახლა საბრძოლო ქმედებები ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წინააღმდეგ ღაზის სექტორში", - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ამჟამად სამხედროები უკვე აყენებენ დარტყმებს ჰამასის ობიექტებს ღაზის სექტორში.
7 ოქტომბერს დილით ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - პალესტინის მოძრაობის ჰამასის სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა". გარდა ამისა, მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ორგანიზაციის მებრძოლებმა შეაღწიეს სამხრეთ ისრაელის სასაზღვრო რაიონებში.
თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ისრაელის სამხედროებმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ღაზას საზღვართან მდებარე ყველა დასახლებული პუნქტი და საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა: წყლის, საკვების, ელექტროენერგიის, მედიკამენტების და საწვავის მიწოდება შეჩერდა.
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მხარეების ტერიტორიულ ინტერესებს უკავშირდება და უკვე მრავალი წელია, რეგიონში დაძაბულობისა და დაპირისპირებების წყაროა. გაეროს გადაწყვეტილებითა და საბჭოთა კავშირის აქტიური როლის შედეგად 1947 წელს განისაზღვრა ორი სახელმწიფოს შექმნა - ისრაელისა და პალესტინის, მაგრამ მხოლოდ ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა.
ყველა ახალი ამბავი
0