ბარსელონაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიბარსელონა
ბარსელონა - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობდა.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ესპანეთში, ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IBTM 2023 საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
გამოფენაში ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და რვა კომპანია მონაწილეობდა.
საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი ხდება>>
გამოფენის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში დიდი ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით შეხვედრები გაიმართა.
IBTM 2023-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. სამდღიან გამოფენას 15 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.
ყველა ახალი ამბავი
0