https://sputnik-georgia.com/20231006/saqartvelo-saqmiani-turizmis-centri-xdeba-283018085.html
საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი ხდება
საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი ხდება
Sputnik საქართველო
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ევროპიდან ჩამოსული ტურისტული სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან. 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T12:48+0400
2023-10-06T12:48+0400
2023-10-06T18:03+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280714832_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_63131f59b9179e0bd4f849e4ff69082c.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მომავალ წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მასპინძელი ქვეყანა იქნება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და ცალკე დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ. Buyer) ორგანიზაციის წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის 150-მდე წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირები ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე მოწინავე ორგანიზაციებთან. ტურიზმის ადმინისტრაცია კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალის გამარჯვებულია>>ზაფხულში საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ფორუმს „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად". ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა, რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო, აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280714832_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3db3aa890e4f0ac99c36c7b5f37361e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი ხდება
12:48 06.10.2023 (განახლებულია: 18:03 06.10.2023) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ევროპიდან ჩამოსული ტურისტული სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მომავალ წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მასპინძელი ქვეყანა იქნება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და ცალკე დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ. Buyer) ორგანიზაციის წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის 150-მდე წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირები ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე მოწინავე ორგანიზაციებთან.
ზაფხულში საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ფორუმს „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად". ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა, რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.
ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო, აღნიშნულია ინფორმაციაში.