საქართველოს პარლამენტმა ფულის გათეთრების შესახებ კანონი მიიღო - პროექტის დეტალები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
ცვლილებები საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად შემუშავდა
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, რომლის თანახმად სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება აცნობოს გაეროს სანქციების კომიტეტს და სხვა იურისდიქციის ორგანოებს სანქციების სიაში პირების შეყვანის შესახებ.
კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა.
დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობაში ტერმინი „დასაბუთებული ვარაუდი“, რომელიც გულისხმობს გარემოებათა ერთიანობას, რომელიც იძლევა პირის მიერ დანაშულის ჩადენის შესახებ დასკვნის გამოტანის საშუალებას, შეიცვლება უფრო ფართო ტერმინით „გონივრული საფუძველი“.
„გონივრული საფუძველის“ ქვეშ მოიაზრება საქართველოს კომპეტენტური ორგანოს ან სხვა იურისდიქციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, გარემოებების ან/და ფაქტების ერთობლიობა კონკრეტული პირის შესახებ, რომელიც ადასტურებს პირის კავშირს ტერორიზმის დაფინანსებასთან ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან, მიუხედავად იმისა, აღძრულია თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქებთან ბრძოლის გეგმა შეადგინა >>
გარდა ამისა, კანონმდებლობა სამთავრობო კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას სანქციადაკისრებულპირთა ეროვნულ სიაში შეყვანილი პირების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს როგორც გაეროს შესაბამის სანქციათა კომიტეტს, ისე სხვა სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, რათა მათაც გაატარონ შესაბამისი შემზღუდველი ზომები სანქცირებული პირების მიმართ.
კანონში ახლებურად ფორმულირდება ქონების ცნება - საკუთრებად განიხილება არა მხოლოდ არამატერიალური და მატერიალური სარგებელი და შემოსავალი, რომელსაც პირი ფლობს ან აკონტროლებს, არამედ ის მატერიალური და არამატერიალური სარგებელი, რომელსაც ის განკარგავს.
სიახლე წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების ნაწილს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების კუთხით, საფრთხეების დეტალური შეფასებების საფუძველზე. კერძოდ, ესაა საფუძვლიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, ნდობის მოპოვება სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მთავრობათაშორის საერთაშორისო მექანიზმის – ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
ყველა ახალი ამბავი
0